ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: სიკვდილი
234. შეიძლება თუ არა, მწუხარებისას ადამიანი სიკვდილს რომ ნატრობდეს?
შეწუხებული ადამიანი ზოგჯერ სიკვდილს ნატრობს (რაც თავისთავად, დიდი ცოდვაა). წმ. მამების თქმით, სიკვდილი ადვილია და სწრაფი, მაგრამ საკითხავია, მზად თუ ვართ საამისოდ? არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „წინა–უც კაცთა ერთ გზის სიკუდილი და მია შემდგომად საშჯელი“ (ებრ. 9. 27). სიკვდილთან შესახვედრად ჩვენ მზად არა ვართ. ფუჭად ნუ დავხარჯავთ სიტყვებს, ნუ ვიტყვით: "უმჯობესია მოვკვდე". პირიქით, რაც შეიძლება ხშირად ვილოცოთ და ვითხოვოთ უფლისაგან, რომ სიკვდილს მომზადებულნი შევხვდეთ.