ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა: ნათლისღება
903. როგორ უნდა გავიგოთ იმ სიტყვათა მნიშვნელობა, რომელთაც ნათლობისას წარმოვთქვამთ: „განვაგდებთ სატანას და ყოველთა საქმეთა მისთა“?
რომელ საქმეთა? – მრუშობას, სიძვას, ბიწიერებას, სიცრუეს, პარვას, შურს, მჩხიბავობას, მარჩიელობას, თავშეუკავებლობას, მრისხანებას, ბილწისტყვაობას, მტრობას, შუღლს, ეჭვიანობას. განვეშორები ლოთობას, უქმმეტყველებას, ამპარტავნებას, უდებებას. განვეშორები გმობას, სატანურ სიმღრებს, სპირიტიზმს... ყოველივეს ვერ ჩამოთვლი. განვეშორები ყოველგვარ სიბილწეს, რაც სძაგს უფალს.