ღმერთი ქალწულთ დიდს ნიჭს მისცემს და უნანელთა მეძავთა - დიდს სასჯელს. ქალწულთ ეს ნიჭი აქუს: პირველად

ღმერთი ქალწულთ დიდს ნიჭს მისცემს და უნანელთა მეძავთა - დიდს სასჯელს. ქალწულთ ეს ნიჭი აქუს: პირველად ეს, რომ ღვთისა მიმართ სასურველი ძღვენი არის, ვითარცა დავით იტყვის: "მიერთვნენ მეუფესა ქალწულნი"; მეორედ ესე, ქრისტეს დედა ხმობილი არის, ვითარცა იტყვის ღვთის-მეტყველი გრიგოლი: "დედანო! ქალწულ იყვენით, რათა დედა იყვნეთ ქრისტესა". აწ მეძავთა და მემრუშეთა სასჯელი ვსთუათ. მეძაობისათვის ნოეს ჟამში ქუეყანა წყლივ რღვნისაგან აღიხოცა, დიდ-დიდი ქალაქი სოდომი და გომორი ცეცხლით დაიწვნენ. ისრაელთ ისიძვეს და უფლის რისხვით სრვა მოუვლინდათ, ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველი დავით: "რა განრისხნა უფალი ერსა თვისსა ზედა". მტკიცე სახეობით აღმოჩნდა, რომ მეძავთ სატანჯველი მიეცემათ.
 
თემატური კითხვები
3