იმითია ქრისტიანობა ძვირფასი და სათაყვანო, რომ იგი მარტო გონებით არაა შესატვისებელი, რომ სრულებით არ

იმითია ქრისტიანობა ძვირფასი და სათაყვანო, რომ იგი მარტო გონებით არაა შესატვისებელი, რომ სრულებით არ კმარა მარტო შესწავლა და გაზეპირება მისი; არა, იგი ცხოვრების, მოქმედების მოძღვრებაა და აუცილებლად მის ყალიბზედ უნდა ჩამოესხას ჩვენი ცხოვრება; ეს მოძღვრება სარჩულად უნდა ედოს ჩვენს ყოფა-ქცევას, ჩვენს მოქმედებას, ჩვენს მოქალაქეობას, გრძნობა-აზროვნებას; მისი ელფერი, მისი ბეჭედი უნდა ეტყობოდეს ქრისტეანის საქციელს, - სასიხარულო იქნება და იგი საქციელი თუ ამწუხარო, საოჯახო თუ საზოგადო, სასულიერო თუ სახორციელო.
 
6