image

თემა: სულიერი ბრძოლა

გავიხსენოთ, როგორ მოქმედებენ მტრის განსაცდელები. მტრის მიერ მახვილის მოქნევა აზრის ჩათესვას ნიშნავს, იმ იმედით, რომ გული მას თანაგრძნობით გამოეხმაურება, რის საფუძველზეც ის შემდეგ ძლიერ განსაცდელს მოგვივლენს. მაგალითად, თვალწინ დაგვიყენებს შეურაცხმყოფელის სახეს, რითაც მტერი მახვილს გვიღერს. თუ ამას გული შეურაცხმყოფელის მიმართ უსიამოვნო გრძნობით უპასუხებს, ეს ნიშნავს, რომ მახვილმა ჩვენი სულის სხეულში გაიარა და დაჭრა იგი. მაშინვე მიეახლება ჩვენს სულს მტერი და მასში მტრობის და შურისძიების ქარიშხალს ააბობიოქრებს. მაგრამ, როცა გულში მუდმივად მიტევებას ვამჯობინებთ, თვინიერებითა და მშვიდობით აღვივსებიტ, მაშინ მტრის ყველანაირ მცდელობას, სულს აზრით შეურაცხმყოფელის სახე წარმოუდგინოს, გულში არანაირი გამოძახილი არ ექნება. მტერიც ვერაფრით ახერხებს განსაცდელის ბადი დახლართვას. მისი მახვილის დარტყმა გულისაგან ისე აირეკლება, როგორც ჯავშნით აღჭურვილი მეომრისაგან.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები