ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: ვნებები, მრისხანება
"ნუ სცემთ ადგილსა ეშმაკსა" (ეფეს. 4, 27). ეშმაკს არა აქვს სულთან მისადგომი, ტუ ის რაიმე ვნებით არ იკვებება. სული ამ დროს ნათლითაა აღვსილი და ეშმაკი თვალს ვერ უსწორებს მას. ხოლო თუ სული რაიმე ვნებით განიმსჭვალება, მაშინ ნათელი ცხრება და ეშმაკს საშუალება ეძლევა გაბატონდეს მასზე. ორი მთავარი უკეთური მოძრაობა იმონებს სულს: ნდომა და გაღიზიანება. ვისაც მტერი ნდომით აღძრავს, მას ტოვებს კიდევაც მასში, ვინც არ დაჰყვება ნდომას, ჩქარობს მრისხანბით აღაგზნოს იგი და მრავალ გამაღიზიანებელს შეუსევს. ვინც ეშმაკის მახებს ვერ ხედავს და ყველაფერზე წუხს, ის ეშმაკს ადგილს უთმობს, მრისხანებას ეძლევა და მარცხდება. ხოლო ვინც მრისხანების ყველანაირ გამოვლინებას ახშობს, ის ეწნააღმდეგება ეშმაკს და არამარტო ადგილს არ უთმობს, არამდ დევნის კიდეც მას. განრისხებისას, როგორც კი გაღიზიანებას მართებუილად მიიჩნევთ, მის გამომწვევ მიზეზებს კი კანონიერად, იმავე წუთს შედის მტერი სულში და იქ ერთიმეორეზე უფრო გამაღიზიანებელი აზრების თესვას იწყებს. ადამიანიც იწვის მრიხანებაში, როგორც ცეცხლის ალში. ეს სატანური, ჯოჯოხეთური ცეცხლია. საბრალოს კი ჰგონია: სიმართლისათვის თავდადებით ვიწვიო, - მრისხანებაში სიმართლე არასოეს არის (იაკობ. 1, 20). ეს თავისებური ხიბლი მრისხანებაში მჟღავნდება, ისევე, როგორც ნდომაშიც მჟღავნდება ხიბლი. ვინც მაშინვე ჩააქროსბმრისხანებას, ის თავს დააღწევს ხიბლ და ეშმაკს ისე მოიგერიებს, როგორც მოწინააღმდეგეს იგერიებენ მკერდში ძლიერი ხელის კვრით. განრისხების ჩაცხრომისა და საქმეში კეთილსინდისიერად გარკვევის შემდგომ ვის არ აღმოუჩენია, რომ გაღიზიანების მიზეზი შეცდომა იყო. მტერმა კი ეს შეცდომა სიმართლედ წარმოაჩინა და ისე უზომოდ განავრცო იგი, თითქოს სამყარო დაიქცეოდა, თუ ჩვენს უკმაყოფილებას ვინმე არ შეისმენდა... ნუთუ ვერ იცხოვრებ ისე, რომ არ იყო ბოროტისმახსოვარი და გულში მტრობა არ ჩაიდო? მტრად ეშმაკს მოეკიდე და არა შენს ძმას. სწორედ ამისთვის მოგვცა ღმერთმა ჩვენ იარაღად მრისხანება, რომ სხეული კი არ დავისახიჩროთ მახვილით, არამედ ეშმაკს შევუნგრიოთ მკერდი მისი წვერით. უგმირე მას მახვილი ტარამდე, თუ ძალგიძს, აძგერე ბოლომდე ტარიც და არასოდეს ამოიღო ამიერიდან უკან, მეტიც, უგმირე მას მეორე მახვილიც. ეს, ჩემო კარგო, მოხდება მაშინ, როდესაც შენ შენს ძმას დაინდობ, ანუ როდესაც მის მიმართ მშვიდობით და სიყვარულით იქნები აღვსილი.