ავტორი:
წმ. ანტონ ჭყონდიდელი
თემა:
განსაცდელები
თუ განსაცდელი და ჭირი არ მიიღე ამას სოფელსა შინა – სასუფეველად ვერ აღხვალ: ანუ უნებლიეთ მოსრული
თუ განსაცდელი და ჭირი არ მიიღე ამას სოფელსა შინა – სასუფეველად ვერ აღხვალ: ანუ უნებლიეთ მოსრული განსაცდელი და ჭირი უნდა თავს იდვა, ანუ თავით–თვისით სინანულის განსაცდელი და ჭირი უნდა იტვირთო; ანუ იტვირთე განსაცდელი შიმშილისა და წყურილისა და მარხუა შეიტკბე. თუ ხორცის უძლურებისათვის საზრდელის შიმშილი ვერ იტვირთო, სიმართლისათვის მიიღე შიმშილი და წყურვილი, რათა ქრისტეს მიერ ნეტარება მიიღო, ვითარ იგი ბრძანებს უფალი: „ნეტარ–იყვნენ რომელთა შიოდეს და წყუროდის სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღენ“; ანუ სიგლახაკის განსაცდელი იტვირთე და ქონებული სიმდიდრე გლახაკთა განუყავ, რომ ამისთვისაც ნეტარება მიიღო თქმისაებრ იესოსა: „ნეტარ–იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ!“; – სიმშვიდე მიიღე და სხვისა მიერ რისხვის განსაცდელი სიხარულით მიითვალე, ამისთვის ქრისტეს მიერ ნეტარებული იქმნები, ვითარცა ბრძანებს: „ნეტარ–იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქუეყანა!“
|