ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ვერცხლისმოყვარება
ვერცხლისმოყვარებამ მთელი სამყარო ააღელვა; ის ჩვენ განგვაშორებს ქრისტეს უნეტარეს მსახურებას; "ვერ ხელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონისა." (მათე 6,24); რამეთუ ქრისტე სრულიად საწინააღმდეგოს ითხოვს, ვიდრე მამონა. ქრისტე ამბობს: მიეც გლახაკსა, მამონა კი - წაართვი გლახაკს; ქრისტე ამბობს: მიუტევე, მოძულეთა და მაჭირვებელთა შენთა, მამონა კი პირიქით - მზაკვარ ეყავ ადამიანთა, რომელთაც არაფერი დაუშავებიათ შენთვის; ქრისტე ამბობს: იყავ კაცთმოყვარე და მდაბალი, მამონა კი პირიქით: იყავ სასტიკი და გულქვა, არაფრად ჩააგდო ღარიბთა ცრემლები; და ამგვარად, განკითხვის დღეს მსაჯუილ საშინელ მსაჯულად მოგვევლინება