ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: ხიბლი
ხიბლი ადამიანური ბუნების სიცრუით დაზიანებაა.ყოველი ადამიანი ხიბლის მდგომარეობაშია, რაც ჩვენი პირველმშობლების დაცემით არის გამოწვეული.ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ.ამის ცოდნა უდიდესი დაცვაა ხიბლისაგან.უდიდესი ხიბლია- თავი ხილბში არ მიგაჩნდეს.ჩვენ ყველანი მოტყუებულნი ვართ,ყველანი ცთუნებულნი ვართ,ყველანი სიცრუეში ვიმყოფებით,ყველას გვესაჭიროება ჭეშმარიტების მიერ გათავისუფლება.ჭეშმარიტება-უფალი ჩვენი იესო ქრისტეა.ამ ჭეშმარიტებას მისდამი რწმენით შევეთვისოთ,ლოცვით შევღაღადოთ ამ ჭეშმარიტებას და იგი გამოგვიყვანს დემონური საცთურების უფსკრულისაგან.