წმიდა მოწამე ერმი (II) კომანში აღესრულა იმპერატორ ანტონინე პიუსის (138-161) დროს. კაბადოკიაში
მოწამე ერმე
ხსენება 31 მაისს (ახალი სტილით: 13 ივნისს)
წმიდა მოწამე ერმი (II) კომანში აღესრულა იმპერატორ ანტონინე პიუსის (138-161) დროს. კაბადოკიაში ჩასულმა იმპერატორის მოხელემ, სებასტიანმა მას კერპთა თაყვანისცემა მოსთხოვა და სანაცვლოდ დიდება და პატივი აღუთქვა. მხცოვანმა მხედარმა თამამად აღიარა ქრისტიანობა, რისთვისაც ისე სცემეს, რომ სახიდან კანი გადაძვრა. ნაწამები ერმი გახურებულ ღუმელში შეაგდეს, მაგრამ სამი დღის შემდეგ უვნებელი გამოვიდა ცეცხლიდან. შხამიანმა სასმისმაც ვერაფერი დააკლო წმიდანს. წმიდა ერმე თავდაღმა დაკიდეს. სამი დღის შემდეგ მასთან მივიდნენ სებასტიანეს გამოგზავნილი კაცები და როცა კვლავ ცოცხალი იხილეს, სასწაულით გაოგნებულებმა შემწეობა ითხოვეს მისგან. მათგან ერთმა მოგვმა ხმამაღლა აღიარა ქრისტე, რისთვისაც მას მაშინვე მოჰკვეთეს თავი.განრისხებულმა სებასტიანმა დანით გამოჭრა ყელი ქრისტეს აღმსარებელს. ქრისტიანებმა მალულად დამარხეს წმიდა მოწამის ნეშტი.