
ერთნაირად ცუდია - ცუდის გასაკეთებლად მზადყოფნა და სიკეთის ქმნის დაყოვნება
ერთნაირად ცუდია - ცუდის გასაკეთებლად მზადყოფნა და სიკეთის ქმნის დაყოვნება
ცოდვა და რწმენა ერთად ვერ იარსებებს: რწმენას აუცილებლად უნდა ერთვოდეს სათნოებაც.
თავმაღლობა ცოდვების დავიწყებას იწვევს, რადგან მათი გახსენება სიმდაბლის მომტანია
ცოდვა თავისთავად სასჯელია (იერ. 2, 19; რომ. 2, 9), ისევე როგორც სათნოება თავისთავად ჯილდოა.
განსაცდელი ძველი ცოდვების გამო მოდის და თითოეული შეცოდების შესაბამისად თან მოაქვს მსგავსი მწუხარება.
ერთხელ და სამუდამოდ უთხარი ცოდვას: "მე შენი მტერი ვარ" და ყოველი განსაცდელის წინ ყოველ მზაკვარ აზრს მიმართე: "მე შენი მტერი ვარ".
სნეულება ცოდვათაგან განგვწმენდს
როგორც კი შესცოდავ, მაშინვე შეინანე