შვილის შედეგიანი აღზრდა მხოლოდ იმ ოჯახშია შესაძლებელი, სადაც მას ადამიანის, სამშობლოს, მშობლების, ბუნებისა და წიგნის, სიკეთისა და სიმართლის სიყვარულს ასწავლიან, ასწავლიან რწმენასა და ლოცვას, სადაც მშობლებს შორის მეგობრობა და ურთიე...
იხილეთ სრულად
შვილის შედეგიანი აღზრდა მხოლოდ იმ ოჯახშია შესაძლებელი, სადაც მას ადამიანის, სამშობლოს, მშობლების, ბუნებისა და წიგნის, სიკეთისა და სიმართლის სიყვარულს ასწავლიან, ასწავლიან რწმენასა და ლოცვას, სადაც მშობლებს შორის მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა სუფევს, სადაც არა მხოლოდ ბავშვისაგან მოითხოვენ მაღალ ზნეობრივ თვისებებს, არამედ თვით მშობლებიც მორალური ნორმების დამცველნი არიან.
გაუგონე შენს ქმარს, პატივი ეცი და საკუთარ თავზე მაღლა დააყენე, ნურაფერს სთხოვ. ის ბევრ რამეს მიხვდა. ღმერთმა ანგელოზი შვილები მოგცა. აბა, ვნახოთ, როგორ აღზრდი. მშობლებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ შვილების მიმართ. ერთ ქალს ვიცნო...
იხილეთ სრულად
გაუგონე შენს ქმარს, პატივი ეცი და საკუთარ თავზე მაღლა დააყენე, ნურაფერს სთხოვ. ის ბევრ რამეს მიხვდა. ღმერთმა ანგელოზი შვილები მოგცა. აბა, ვნახოთ, როგორ აღზრდი. მშობლებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ შვილების მიმართ. ერთ ქალს ვიცნობ, რომელსაც ურჩი შვილი ჰყავს. დღე და ღამე დაჩოქილი ლოცულობს მისთვის. ერთხელ ვუთხარი: „ღმერთს შენ ან გადარჩენილ შვილს უჩვენებ ან გადაყვლეფილ მუხლისთავებს”.
ბავშვის აღზრდისას ყველაზე დიდი ბიძგის მიმცემი მშობლების პირადი მაგალითია. იმ ოჯახში, სადაც ყოველდღიურად აღევლინება ლოცვა, სადაც მშობლები ყოველდღიურად კეთილსინდისიერად შრომობენ, ერთმანეთს სიყვარულითა და პატივისცემით მიმართავენ, ცდი...
იხილეთ სრულად
ბავშვის აღზრდისას ყველაზე დიდი ბიძგის მიმცემი მშობლების პირადი მაგალითია. იმ ოჯახში, სადაც ყოველდღიურად აღევლინება ლოცვა, სადაც მშობლები ყოველდღიურად კეთილსინდისიერად შრომობენ, ერთმანეთს სიყვარულითა და პატივისცემით მიმართავენ, ცდილობენ დაეხმარონ გაჭირვებულებს, იქ, სადაც არავინ არავის არ უყვირის, არ უხეშობს, არ ატყუებს... იზრდებიან ასეთივე კეთილი თვისებების მქონე პიროვნებები.
არიან მშობლები, რომელნიც ფიქრობენ, რომ ბავშვების აღზრდა სკოლაში წასვლის შემდეგ იწყება. ეს მცდარი შეხედულებაა, ერთ–ერთი თანამედროვე მეცნიერი წერდა, რომ ბავშვის აღზრდა 10 წლის ასაკში მთავრდება. მეორე ბრძენი ამბობდა: „ადამიანი მთელი ...
იხილეთ სრულად
არიან მშობლები, რომელნიც ფიქრობენ, რომ ბავშვების აღზრდა სკოლაში წასვლის შემდეგ იწყება. ეს მცდარი შეხედულებაა, ერთ–ერთი თანამედროვე მეცნიერი წერდა, რომ ბავშვის აღზრდა 10 წლის ასაკში მთავრდება. მეორე ბრძენი ამბობდა: „ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე რჩება ისეთი, როგორიც იყო 6 წლამდე“. სხვა ბრძენი ამის შესახებ წერდა: „ბავშვი, რომელიც იმსახურებს ცემას 4 წლის ზევით, უკვე ცუდადაა აღზრდილი“.
პატარები უნდა მივაჩვიოთ შერიგებას, წყენის დავიწყებას, მეგობრებისადმი და, საერთოდ, ადამიანისადმი ერთგულებას, მადლიერებას, სხვის დახმარებას, სწორედ იმის გაღებას, რაც თვითონ ყველაზე მეტად უყვარს და სხვისი სიხარულით გახარებას, უნდა მი...
იხილეთ სრულად
პატარები უნდა მივაჩვიოთ შერიგებას, წყენის დავიწყებას, მეგობრებისადმი და, საერთოდ, ადამიანისადმი ერთგულებას, მადლიერებას, სხვის დახმარებას, სწორედ იმის გაღებას, რაც თვითონ ყველაზე მეტად უყვარს და სხვისი სიხარულით გახარებას, უნდა მივაჩვიოთ სამართლიანობას, ამტანობას, ტკივილის გაძლებას, რთულ სიტუაციაში გამოსავლის პოვნას, რა თქმა უნდა, შრომასა და წიგნის კითხვას; ანუ მოვამზადოთ ცხოვრებისათვის.
კეთილი და გონიერი მამა, ვიდრემდის შვილნი მისნი არიან წვრილნი, თვითონ უყურებს მათ და ცდილობს, რომ დანერგოს მათს გულში სიყვარული და ერთობა. იგი თვითონვე დაისვამს მათ თავის მუხლზედ, ასწავლის ლოცვებს, შეაგონებს ერთობასა და სიყვარულსა,...
იხილეთ სრულად
კეთილი და გონიერი მამა, ვიდრემდის შვილნი მისნი არიან წვრილნი, თვითონ უყურებს მათ და ცდილობს, რომ დანერგოს მათს გულში სიყვარული და ერთობა. იგი თვითონვე დაისვამს მათ თავის მუხლზედ, ასწავლის ლოცვებს, შეაგონებს ერთობასა და სიყვარულსა, უყურებს, რა ხასიათი აქვსთ მათ და ცუდი ყოფაქცევა თუ შენიშნა მათში, მაშინვე გაუსწორებს და ესრედ ცდილობს, რომ სიყრმითგანვე კარგი ხასიათი მისცეს მათ და კარგს გზაზედ დააყენოს.
როგორც კი ბავშვს ეძლეოდა აზრი და გაგება, მშობლები ასწავლიდნენ მათ წმ. მამათა ცხოვრებას, ლოცვას, გალობას და ზოგ საეკლესიო რიტუალებს. „ასწავლეთ დედებო თქვენს შვილებს პირჯვრის გადაწერა მანამდე, სანამ ისინი ამას თავად შეძლებენ“. წმ. ი...
იხილეთ სრულად
როგორც კი ბავშვს ეძლეოდა აზრი და გაგება, მშობლები ასწავლიდნენ მათ წმ. მამათა ცხოვრებას, ლოცვას, გალობას და ზოგ საეკლესიო რიტუალებს. „ასწავლეთ დედებო თქვენს შვილებს პირჯვრის გადაწერა მანამდე, სანამ ისინი ამას თავად შეძლებენ“. წმ. იერონიმე ერთ ქვრივს წერდა: „ქრისტიანი დედის დიდი სიხარული იქნება ასწავლოს თავის შვილს ქრისტეს სახელის წარმოთქმა მაშინ, როცა ბავშვის ხმა ჯერ კიდევ სუსტია და ლაპარაკი არ იცის“.
მებაღე ნორჩ, ახლადდანერგულ ხეს მიწაში მყარად დამაგრებულ სარზე მიაბამს, რათა ქარმა არ ამოგლიჯოს იგი და ზედმეტ ამონაყარს აჭრის, რათა მათ ზიანი არ მიაყენონ და არ დააჭკნონ ნორჩი მცენარე. ასევე მოექეცით თქვენს შვილებს: მათი გულები ღვთი...
იხილეთ სრულად
მებაღე ნორჩ, ახლადდანერგულ ხეს მიწაში მყარად დამაგრებულ სარზე მიაბამს, რათა ქარმა არ ამოგლიჯოს იგი და ზედმეტ ამონაყარს აჭრის, რათა მათ ზიანი არ მიაყენონ და არ დააჭკნონ ნორჩი მცენარე. ასევე მოექეცით თქვენს შვილებს: მათი გულები ღვთის შიშით განამტკიცეთ, რათა საცდურისგან არ შეირყნენ; მოკლეთეთ მათში გაჩენილი საცდურები, რათა ისინი არ განმტკიცდნენ და არ მოკლან წმიდა ნათლისღებით დაბადებული შინაგანი ახალი ადამიანი.
ბევრს არა აქვს საშუალება აისრულოს ყველა თავისი სურვილი, ამიტომაც მომრავლდნენ ჩვენს დროში უკმაყოფილო და უბედური ადამიანები. თუ თქვენ, ქრისტიანო მშობლებო, გინდათ თქვენი შვილები ბედნიერები იყვნენ, ეცადეთ დათრგუნოთ მასში სიამოვნებისაკ...
იხილეთ სრულად
ბევრს არა აქვს საშუალება აისრულოს ყველა თავისი სურვილი, ამიტომაც მომრავლდნენ ჩვენს დროში უკმაყოფილო და უბედური ადამიანები. თუ თქვენ, ქრისტიანო მშობლებო, გინდათ თქვენი შვილები ბედნიერები იყვნენ, ეცადეთ დათრგუნოთ მასში სიამოვნებისაკენ ლტოლვა, მიაჩვიეთ ისინი დაკმაყოფილდნენ თავისი მდგომარეობით. კმაყოფილი თქვენი შვილები მაშინ იქნებიან, თუ ბავშვობიდანვე მიეჩვევიან ზომიერებას, თავშეკავებულობას და თავდადებას.
ღირსმა პახომი დიდმა, ძველი დროის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მეუდაბნოე მამამ, ზეპირად იცოდა მთელი სახარება და, ღმერთის მითითებით, თავის მოწაფეებსაც აუცილებელ პირობად უყენებდა მის შესწავლას. ამრიგად, სახარება მათ ყველგან თან ახლდა დ...
იხილეთ სრულად
ღირსმა პახომი დიდმა, ძველი დროის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მეუდაბნოე მამამ, ზეპირად იცოდა მთელი სახარება და, ღმერთის მითითებით, თავის მოწაფეებსაც აუცილებელ პირობად უყენებდა მის შესწავლას. ამრიგად, სახარება მათ ყველგან თან ახლდა და ხელმძღვანელობდა.და ახლაც, განა არა სჯობს, ქრისტიანმა აღმზრდელმა უმანკო ბავშვის გონება სახარებით გამოკვებოს, ვიდრე ეზოპეს იგავ-არაკებით და ათასი სხვა სისულელეებით დაუნაგვიანოს?