
ნუ დასჯერდები სახარების უბრალო კითხვას, ეცადე მისი მცნებები შეასრულო, ეცადე შენი საქმეებით იკითხო იგი. სახარება ცხოვრების წიგნია და მას თვით ცხოვრებით უნდა კითხულობდე.
ნუ დასჯერდები სახარების უბრალო კითხვას, ეცადე მისი მცნებები შეასრულო, ეცადე შენი საქმეებით იკითხო იგი. სახარება ცხოვრების წიგნია და მას თვით ცხოვრებით უნდა კითხულობდე.
სახარების თითო თავი მორჩილების დროს უნდა იკითხოთ. გულში მუდამ იმეორე იესოს ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". შთაგონებით ილოცე და შენი გონი სულს შეუერთე
ყოველმან კაცმან შეიყვარეთ სიმართლე და განანათლეთ გული და სული თვისი სიტყვითა ღვთისათა; გახსოვდეთ სიტყვა იგი მაცხოვრისა: „ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყვა ღვთისა და დაიმარხონ იგი“.
ღმრთის სახლში მოკრძალებული მოქცევა ყოველთვის აუცილებელია, მაგრამ განსაკუთრებული მოწიწება წმინდა სახარების კითხვისას გვმართებს: სულგანაბული და თავდახრილი დიდი გულისყურით უნდა ვისმენდეთ მას.
სახარება და ჭეშმარიტი ეკლესიის წმ. მამათა თხზულებები დაიდე სახელმძღვანელოდ, სიმდაბლის საფეხურებით შეუყევი საღმრთო სიყვარულის სიმაღლისაკენ მიმავალ კიბეს, მუდამ თან გახლდეს ქრისტეს მცნებების დაცვა.
როგორც ბუნებრივი შუქის ნაკლებობისას ადამიანი ვერ ივლის საჭირო გზით, ასევე საღმრთო წერილის სხივით გაუნათლებელი ადამიანი იძულებულია, განუწყვეტლივ შესცოდოს ბევრ რამეში, ვინაიდან ღრმა უკუნეთში დახეტიალობს.
ერთ-ერთმა მეუდაბნოე ბერმა თქვა, რომ სახარება წმინდა გონებით იკითხება, მისი გაგება კი მცნებების საქმით შესრულების გზით შეიძლება. მაგრამ სახარების ზუსტი და სრული წვდომა საკუთარი ძალებით შეუძლებელია - ეს ქრისტეს ნიჭია.
ეცადე, რომ სახარება შენს გულსა და გონებას შეეთვისოს, რომ შენი გონება, ასე ვთქვათ, ცხოვრობდეს მასში - მაშინ მთელი შენი საქმიანობაც სახარების შესაბამისი გახდება. ამის მიღწევა კი სახარების განუწყვეტელი კითხვითა და შესწავლით შეიძლება.
ნუ იფიქრებ, რომ შენთვის მხოლოდ სახარების კითხვა კმარა - წმ. მამათა დაუხმარებლად. ესაა სახიფათო, ამპარტავნული აზრი. უმჯობესია წმ. მამებმა მიგიყვანოს სახარებამდე, როგორც საყვარელი შვილი, რომელიც წინასწარ მათგან მიიღებს სწავლა-განათლ... იხილეთ სრულად
უნდა მივიღოთ თუ არა სხვების რჩევები? ამისათვის წმინდა ემბაზიდან მოვლენილი ერთი მფარველი ანგელოზიც კმარა. მრისხანე ადამიანს ნუ დაუჯერებ. ქალწულობის დამცველს კი სულიწმიდის მადლი ლოცავს; მთავარია, გონება გქონდეს და სახარებას კით... იხილეთ სრულად