
მრავალნი შევიდნენ სასუფეველში წინასწარმეტყველებათა და სასწაულთა გარეშე, ხოლო სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა ზეციურ სასძლოში.
მრავალნი შევიდნენ სასუფეველში წინასწარმეტყველებათა და სასწაულთა გარეშე, ხოლო სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა ზეციურ სასძლოში.
ზეცაში ადის არა ის, ვინც ბევრი წაიკითხა და დაიზეპირა, არამედ ის, ვინც წმიდა, უბიწო ცხოვრებით ცხოვრობს, წერა–კითხვაც რომ არ იცოდეს.
უბედურზე უბედურია ის, ვინც მომავალ საუკუნო ნეტარებას ცათა შინა მსხვერპლად გაიღებს აწინდელი წუთიერი ქვეყნიური ცხოვრებისათვის.
სულიერი გაგებით ღმერთის მიერ აღთქმული ქვეყანა არის სრული უვნებობა, რომელიც, ვითარცა თაფლსა და რძეს, სულიერ სიხარულს აღმოაცენებს.
ღვთის საქმე თავდაპირველად ძალდატანებით კეთდება: "სასუფეველი ცათაი იიძულების" (მათე 11, 12), შემდეგ კი ამ საქმეს სიამოვნებით აღასრულებ.
სადაც ქრისტეა, - ნათელი სოფლისა, საიქიოს მარადიული ნათელი, მშვიდობა და სიხარული, - ანგელოზები და წმიდანებიც იქვეა, იქ სასუფევლის ზეიმია.
ღვთის შიშთან შერწყმული წმინდა უბრალოება სამოთხის ნეტარებას განგვაცდევინებს, იმ ნეტარებას, რაც პირველ ადამიანებს ჰქონდათ დაცემამდე.
ის, ვინც სასუფევლისკენ მიმავალ გზას ადგას, ამ პრინციპით ცხოვრობს: "ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, აბა, მე დღეს ვის რა ვარგე"? (წმ. ილია მართალი).
თუ გსურს, შეხვიდე ზეციურ სასუფეველში, ისურვე მწუხარება: ვინაიდან ვისაც არ ჰქონია იგი, ის ვერაფრით შევა იქ, რადგან ვიწროა ბჭენი სამოთხისანი (მთ. 7, 14).
ზეცის გამოცდილება სხვადასხვაგვარია. ზოგჯერ სული იქ გარდაცვალებამდე მიჰყავთ, რათა უჩვენონ მისთვის განკუთვნილი ადგილი ან ის, რისი შეცნობაც სურს.