
ელვის ბრწყინვალება მეხის ჩამოვარდნას მოასწავებს, ამპარტავნებისა კი - პატივმოყვარეობის გამოჩენას.
ელვის ბრწყინვალება მეხის ჩამოვარდნას მოასწავებს, ამპარტავნებისა კი - პატივმოყვარეობის გამოჩენას.
როგორც ნათელისთვის არის უცხო ბნელი, ასევე ამპარტავანი მონაზონი არის უცხო ყოველგვარი სათნოებისთვის
9. ამპარტავან მონაზონს წინამძღვრობა სურს, რადგან სხვაგვარად სულის დაღუპვას ისე სწრაფად ვერ მიაღწევს.
ჩვენი გზის საკუთარ თავში ამაღლებაც კი ღვთის გზიდან გადახვევაა, თუნდაც ამ გზაზე უკვე შემდგარნი ვიყოთ.
იესოს მდუმარებამ შეარცხვინა პილატე. ხოლო ღვთისმოსავი კაცის ბაგის მდუმარება ამარცხებს ამპარტავნებას
ამპარტავან მონაზონს ეშმაკი აღარ სჭირდება, რადგან იგი თვითნ არის მტერი და მოწინააღმდეგე საკუთარი თავისა
ყველა ნაკლოვანებას თავისი ძალა აქვს მხოლოდ უკანონობაში, ამპარტავნებისა კი სათნოებებშიც უნდა გეშინოდეს.
ამპარტავანს არ ძალუძს, დიდხანს იფიქროს, რადგან მას სურს, რომ ჭკვიანი ჩანდეს და სხვების წინაშე ბრწყინავდეს.
სამარცხვინოა, თუ სხვათა სამკაულებით იწონებ თავს, და უკიდურესი უგუნურებაა ღვთის საჩუქრებით ამპარტავნობდე
ქველმოქმედების აღსრულების შემდეგ გაიხსენე თქმული: "თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (იოანე 15, 5).