მხოლოდ გონიერი ლოცვით აღწევს ადამიანი უვნებობას!
გაქნილი ეშმაკი ვერ იტანს, როცა ჩვენი სულის მფარველ წმინდა ანგელოზს ჩვენ სიახლოვეს ხედავს. უფსკრულის ურჩხული მის ჩამოცილებას ცდილობს, რომ მცველის გარეშე დარჩენილებს შემზარავი ქარიშხალივით დაგვატყდეს თავს და შთანგვთქას. მან იცის, რო...
იხილეთ სრულად
გაქნილი ეშმაკი ვერ იტანს, როცა ჩვენი სულის მფარველ წმინდა ანგელოზს ჩვენ სიახლოვეს ხედავს. უფსკრულის ურჩხული მის ჩამოცილებას ცდილობს, რომ მცველის გარეშე დარჩენილებს შემზარავი ქარიშხალივით დაგვატყდეს თავს და შთანგვთქას. მან იცის, რომ მფარველ ანგელოზს მხოლოდ არაწმინდა გულისსიტყვები განგვაშორებს და დაინახავ, გონების, გულისა და სხეულის შესაგინებლად როგორ ააზვირთებს საძაგელი გულისსიტყვების სიმრავლესა და ამაო კერპების წარმოდგენას. მაგრამ, როცა მოღვაწე შ...
link
ნურაფერს დაინანებთ, რადგან ღვთის სიყვარულის წინაშე ყველაფერი ნაგევია. ეშმაკები შფოთავენ, როცა ხედავენ, რომ საბრძოლველად ემზადებით, ანგელოზები კი ცდილობენ, ყველა ის სირთულე აგაცილონ თავიდან, რაც გამარჯვებაში შეგიშლით ხელს. მაშ, ღვთ...
იხილეთ სრულად
ნურაფერს დაინანებთ, რადგან ღვთის სიყვარულის წინაშე ყველაფერი ნაგევია. ეშმაკები შფოთავენ, როცა ხედავენ, რომ საბრძოლველად ემზადებით, ანგელოზები კი ცდილობენ, ყველა ის სირთულე აგაცილონ თავიდან, რაც გამარჯვებაში შეგიშლით ხელს. მაშ, ღვთის ანგელოზების მოკავშირენი გავხდეთ და დავამოწმოთ, რომ „იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე" (ებრ. 13, 8).
link
ერთი ცოდვილის მოქცევაც კი ანგელოზებისთვის სიხარულის დღესასწაულია.
მტკიცედ შეეწინააღმდეგე მას, რომ ანგელოზები სიხარულისგან ათრთოლდნენ
ჭეშმარიტი ცოდნით აღიჭურვეთ
ლუციფერი ღმერთს ეურჩა, უფალს ამპარტავნულად თავი გაუტოლა, ღვთისგან განშორებული ეშმაკად იქცა და გვებრძვის. უხოროცო ძალთა სხვა დასები ერთგულად დარჩნენ უფლის მორჩილებაში და ღვთის დიდებაში იმყოფებიან. ანგელოზები, რომლებიც ბუნებით ცვალე...
იხილეთ სრულად
ლუციფერი ღმერთს ეურჩა, უფალს ამპარტავნულად თავი გაუტოლა, ღვთისგან განშორებული ეშმაკად იქცა და გვებრძვის. უხოროცო ძალთა სხვა დასები ერთგულად დარჩნენ უფლის მორჩილებაში და ღვთის დიდებაში იმყოფებიან. ანგელოზები, რომლებიც ბუნებით ცვალებადნი იყვნენ, მადლის წყალობით, შეუცდომლებად იქცნენ, ლუციფერისა და ადამიანის დაცემით მათ ბევრი რამ გაიგეს. ამიტომ ახლა ურყევნი არიან ღვთის მორჩილებაში.
link
ანგელოზები უშრომლად არიან უბიწონი, რადგან ეს მათი ბუნებაა, ქალწული კი ბუნებაზე აღმატებულ გზას ადგება; არა მარტო იმისთვის იღვწის, რომ ბუნებას სხვა მიმართულება მისცეს, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე მუდმივად იბრძვის და ძალისხმევას ...
იხილეთ სრულად
ანგელოზები უშრომლად არიან უბიწონი, რადგან ეს მათი ბუნებაა, ქალწული კი ბუნებაზე აღმატებულ გზას ადგება; არა მარტო იმისთვის იღვწის, რომ ბუნებას სხვა მიმართულება მისცეს, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე მუდმივად იბრძვის და ძალისხმევას არ იშურებს საშინელი დემონების წინააღმდეგ; დემონები საზარელ კბილებს აღრჭიალებენ, რომ ის უფლისკენ მიმავალ გზას ააცდინონ, ანუ ქრისტეს წმინდა სასძლო ღვთის სიყვარულს განაშორონ და ვნებიანი ტკბობის წუმპის მთქვლეფავი ღორის მსგავ...
link
ეს სხეული, რომელიც მიწა და სიმყრალეა, ღვთის დიდების სწორი, ანგელოზებრივი ყოფის ღირსი გახდება! ახლა ადამიანები ანგელოზებთან – წმინდა სულიერ არსებებთან – შედარებით ნივთიერნი არიან. ანგელოზებს კი ღმერთთან შედარებით რაღაც „ნივთიერი“ გ...
იხილეთ სრულად
ეს სხეული, რომელიც მიწა და სიმყრალეა, ღვთის დიდების სწორი, ანგელოზებრივი ყოფის ღირსი გახდება! ახლა ადამიანები ანგელოზებთან – წმინდა სულიერ არსებებთან – შედარებით ნივთიერნი არიან. ანგელოზებს კი ღმერთთან შედარებით რაღაც „ნივთიერი“ გააჩნიათ. ისინი არ არიან წმინდა სულიერი არსებები, როგორც ღმერთი, რომელიც შეუხებელი ნათელია. მაშინ ადამიანებიც ასე ანგელოზებრივნი გახდებიან. მაშინ ეკლესიურ მორწმუნეთა სიმრავლე ქრისტეს შეუერთდება. რა გულთბილად და მამობრივად...
link
ყველაფრის ბოლო კი ის არის, რომ, როდესაც ჩვენი სული წავა, დატოვებს მიწას - ყველა ჩვენგანის დედას, უჩინო სხეულს, მაშინ ჩვენს ნამდვილ სამშობლოში გადავდივართ და ანგელოზებს, როგორც ძმებს, ვესაუბრებით, საღმრთო ამბორს ვუცვლით ერთმანეთს, ...
იხილეთ სრულად
ყველაფრის ბოლო კი ის არის, რომ, როდესაც ჩვენი სული წავა, დატოვებს მიწას - ყველა ჩვენგანის დედას, უჩინო სხეულს, მაშინ ჩვენს ნამდვილ სამშობლოში გადავდივართ და ანგელოზებს, როგორც ძმებს, ვესაუბრებით, საღმრთო ამბორს ვუცვლით ერთმანეთს, მუდმივად განცვიფრებულ-განკვირვებულნი ზეციური მწყობრებით, მანამ, სანამ ჩვენს მეუფესა და მაცხოვარს მივწვდებით და მასთან უკვე განუყრელნი ვიქნებით.
link