გინება, ბილწსიტყვაობა - ციტატები, გამონათქვამები
ცუდადმეტყველებაა ყოველი უქმი, უსარგებლო, უშვერი სიტყვა, რომელიც კაცის პირისაგან გამოდის. ღმერთმა ენა იმიტომ მოგვცა, რომ ვაკურთხოთ, ვადიდოთ და მასზე ვილოცოთ, დავლოცოთ და დავარიგოთ მოყვასი ჩვენი. ნაცვლად ამისა, ჩვენ ენას ხშირად ცოდვ... იხილეთ სრულად
უშვერობას ნუ მიაჩვევ შენს პირს, რადგანაც მასშია მიზეზი ცოდვისა. გახსოვდეს დედ-მამა, როცა დიდებულთა შორის ზიხარ, რათა თავი არ დაგავიწყდეს მათ წინაშე და ჩვეულების მიხედვით სისულელე არ ჩაიდინო; მაშინ ინატრებ, რომ არ დაბადებულიყ... იხილეთ სრულად
როგორც გემოთმოყვარეობისაგან იბადება მტანჯველი ფიქრები, ასევე მრავალმეტყველებისაგან და უპატიო საუბრებისაგან ჭკუიდან გადასვლა.
თანაბარი სიავეა უკეთური ცხოვრებაც და უკეთური სიტყვაც. თუ გაქვს ერთი, გექნება მეორეც.
სიმდაბლეს ის კი არ გამოიჩენს, ვინც თავს თვითონ იმდაბლებს (რამეთუ ვინ არ მოითმენს შეურაცხყოფას საკუთარი თავისაგან), არამედ ის, ვინც გინებას მოითმენს და მაგინებელთა მიმართ სიყვარულს შეინარჩუნებს