გარეგნობა - ციტატები, გამონათქვამები
გარეგნობა - ციტატები, გამონათქვამები გარეგნობა, გამონათქვამები, ციტატები
როგორი ფერუმარილიც არ უნდა წაისვა და როგორი ლამაზი ფრჩხილებიც არ უნდა გქონდეს, სული თუ გაქვს ცუდი, არ ვარგიხარ
ღვთის წინაშე ყველანი თანასწორნი ვართ და ჩვენს შორის მეტ-ნაკლებობას მხოლოდ სულიერი განვითარება განაპირობებს და არა სიმდიდრე, წარმომავლობა, გარეგნობა ან თანამდებობა.
შინაგანი სიყვარული ყოველთვის გამოსჭვივის, რადგან იგი ადამიანის გარეგნულ იერსაც კი ატკბობს და ამშვენებს მას საღმრთო მადლით, რომლის ბრწყინვალების დაფარვაც შეუძლებელია.
მეტი ფასი აქვს იმ ღვთივკურთხეულ ადამიანს, რომელიც შინაგანად შეიცვალა და შინაგანად განიწმინდა, ვიდრე ყველა იმას, რომლებიც მუდამ იცვლიან გარეგნობას (ტანსაცმელს), ხოლო შინაგანად კი "ძველ კაცს" ინარჩუნებენ არქეოლოგიურ ცოდვებთან ერთად.
ჭეშმარიტ ადამიანს მშვენიერი სულის შინაგანი სიწმინდე გარეგნულადაც ალამაზებს: ღვთის სიყვარულის ღვთაებრივი სიტკბოება მის გარეგნულ იერსაც ატკბობს. სულის შინაგანი სილამაზე ადამიანის სულიერად დამამშვენებელი და გარეგნულად განმწმენდელია, ... იხილეთ სრულად
ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი ქალებს, დიდი სურვილი აქვთ, რომ გარეგნულად ღირსეულად და მოსაწონად გამოიყურებოდნენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანის მშვენიერება და სამკაული მისი შინაგანი ღირსება და სათნოებაა.