ამის მიღწევა ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა!
ლოცვისთვის მცირე გარჯისა და ტკივილის წილ დიდ, სიხარულის მომგვრელ გლოვას, ლმობიერებას, ცრემლებს, ღმერთთან სიახლოვით ტკბობას, მის უწმინდეს შიშს შევიძენთ, რომელიც განწმენდს და განასპეტაკებს გონებასა და გულს.
გონებასა და გულს შორის საინტერესო განსხვავება
მეუდაბნოე მღვიძარე მამები გვასწავლიან, რომ სხვადასხვა ღვაწლით,
იხილეთ სრულად
მეუდაბნოე მღვიძარე მამები გვასწავლიან, რომ სხვადასხვა ღვაწლით, საქმით, ჭვრეტით, მღვიძარებისა და ლოცვის ზნეობრივი და სულიერი ფილოსოფიით ადამიანის გონება იწმინდება, ნათლდება და სრულყოფილი ხდება, ამის შედეგად კი ღვთისმეტყველების ნიჭს იძენს. საუბარია არა გნოსეოლოგიურ ღვთისმეტყველებაზე, რომელსაც უნივერსიტეტის ღვთისმეტყველები ფლობენ, არამედ იმ ღვთისმეტყველებაზე, რომელიც წარმოიქმნება და ამოხეთქავს ღვთაებრივი წყაროდან, საიდანაც ჭეშმარიტი ღვთაებრივი ღვთის...
link
ეცადე გონებიდან წაშალო შენი წარსული და როცა ის შენს მოსაშთობად აღდგება, უხმე იესოს, რომელიც ყოველთვის მზად არის შეგეწიოს.
მხოლოდ ერთმა ფიქრმა უნდა შეცვალოს ყველაფერი
ბოროტი აზრებისა და წარმოდგენების თავიდან მოშორებისას არ უნდა ვიყოთ ნელთბილნი, რადგან ყოველი ცოდვა მათგან იღებს სათავეს. მაშასადამე, თუ გულმოდგინედ ამოვძირკვავთ ბოროტ აზრებსა და წარმოდგენებს, უნდა ვიცოდეთ, რომ ვნებებისგან განწმენდი...
იხილეთ სრულად
ბოროტი აზრებისა და წარმოდგენების თავიდან მოშორებისას არ უნდა ვიყოთ ნელთბილნი, რადგან ყოველი ცოდვა მათგან იღებს სათავეს. მაშასადამე, თუ გულმოდგინედ ამოვძირკვავთ ბოროტ აზრებსა და წარმოდგენებს, უნდა ვიცოდეთ, რომ ვნებებისგან განწმენდის სისტემატურ ბრძოლას ვეწევით, რის შემდეგაც ადამიანი სულიერი და გონებრივი მღელვარებისგან თავისუფლდება. და პირიქით, თუ ბოროტი გულისსიტყვებისა და წარმოდგენებისგან გონების განწმენდისას უდებებას გამოვიჩენთ, შედეგი ის იქნება, ...
link
იღვაწეთ და განიწმინდეთ გონება, რომ წმინდა აღდგომის მადლი შეიგრძნოთ.
თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გახდეს მორწმუნე და ჭეშმარიტი ღვთის მადიდებელი, თუკი, რა თქმა უნდა, ადამიანი არ გაიუკუღმართებს ბუნებას და თავისი პიროვნული არჩევანით არ დაექვემდებარება ცოდვას. ჭეშმარიტი რწმენის მოპოვებისათვის კი აუცილ...
იხილეთ სრულად
თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გახდეს მორწმუნე და ჭეშმარიტი ღვთის მადიდებელი, თუკი, რა თქმა უნდა, ადამიანი არ გაიუკუღმართებს ბუნებას და თავისი პიროვნული არჩევანით არ დაექვემდებარება ცოდვას.ჭეშმარიტი რწმენის მოპოვებისათვის კი აუცილებელი პირობაა საკუთარ თავში ჩაღრმავება. სულის, გულისა და გონების განწმედა, წმინდა წერილისა და საღვთისმეტყველო ლიტერატურის კითხვა და დახმარებისთვის უფლის წინაშე ლოცვა.
link