თავისუფალი ნება - ციტატები, გამონათქვამები
თუ ჩვენი ნებასურვილი ბოროტისკენ უფრო მიიდრიკება, ღვთის მცნებებს აღარ ვემორჩილებით. ღმერთმა ჩვენ თავისუფალი ნება მოგვანიჭა და ამ თავისუფალ ნებას შეუძლებელია სხვები მართავდნენ.
ღმერთი სამართლიანია და ადამიანს თავისუფალ ნებას არ ართმევს. ჩვენ ნებაყოფლობით ვემორჩილებით ეშმაკის ბოროტ შთაგონებებს და ვცოდავთ, უპირველესად – მე.
რა ბოროტია ადამიანის ნება! იგი ეგოიზმს, ამპარტავნებას, თავისმოყვარებასა და სხვა მრავალ ვნებას მალავს. ამიტომ მორჩილი, რომელიც საკუთარი ნებისგან თავისუფალია, ვნებებისგანაც თავისუფალია.
ერთხელ, ლოცვის დროს, ნეტარ მამას ჩაესმა: "მაკარი, შენ ჯერ კიდევ არ მიგიღწევია ისეთი სრულყოფილებისათვის, რომელსაც ქალაქში მცხოვრებმა ორმა ქალმა მიაღწია". თავმდაბალმა მოსაგრემ აიღო კვერთხი, წავიდა ქალაქში, იპოვა სახლი, სადაც ქალები ... იხილეთ სრულად
თავისუფალი ნება ღვთისგან ჩვენთვის მონიჭებული დიდი საბოძვარია. უფალმა არ შეურაცხყო პიროვნების ღირსება, არ აქცია იგი მისი სურვილის უბრალო აღმსრულებლად, არამედ მისცა უფლება არჩევანისა.
ქრისტიანული პრინციპია: მე პატივს ვცემ შენი არჩევანის უფლებას, მაგრამ არა შენს ნებისმიერ არჩევანს; ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი როდია სარგო (I კორ. 10,23).
ბოროტის გავლენისაგან თავის დაღწევა დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ეს მხოლოდ ძლიერ პიროვნებებს შეუძლიათ, ანუ მათ, რომელნიც საკუთარ ნებას გააზრებულად უმორჩილებენ ღვთის ნებას და ამქვეყნიურ საცდურთა წინააღმდეგ ბრძოლას არ უშინდებიან.