თვითნებობა - ციტატები, გამონათქვამები
ჩვენი ნება უშლის ხელს შეისმინოს ჩვენი ლოცვა! თუ ლოცულობ და უფალი არ ისმენს შენსას, გაფრთხილდი, ხომ არ ურჩობ.
მიანდეთ უფალს თქვენი საზრუნავი და ის იზრუნებს თქვენზე. საკუთარი ნებით ნუ იმოქმედებთ, რადგან რწმენა მადლისა და ღვთის მოხილვის ნაყოფია. განა თითოეულ ჩვენგანს პირადად არ განგვიცდია ღვთის წმინდა განგებულების სასწაულები? განა N-ს ღვთის... იხილეთ სრულად
მოდით, შვილებო, თავი დავიმდაბლოთ ჩვენთვის დამდაბლებული უფლისთვის. რა დიდი სიმდაბლე გვიჩვენა უფალმა, როცა ჯვარს ეცვა! ჩვენ კი, ბუნებით მდაბლებს, არ გვსურს თავი მოვუდრიკოთ ძმას და მხოლოდ საკუთარი ნების აღსრულება გვინდა?
როცა მორჩილები ვართ და, მიუხედავად ამისა, მაინც საკუთარი ნების გატანა გვინდა, გზა ძნელად სავალი, უსწორმასწორო, სახიფათო ხდება. მორჩილების აღმასრულებელთან სიყვარულია, თავის იძულებაა, ძმათმოყვარება და გვირგვინებია, განწმენდა და ცხონ... იხილეთ სრულად
ვნებებისგან მხოლოდ მაშინ გათავისუფლდება მორჩილი, როცა ამ საზომს მიაღწევს, როცა საკუთარ ნებას ამ გზით მოიკვეთს. რაც უფრო მეტად დაუტევებს თვითნებობას, მით მეტად შეიგრძნობს ვნებებისგან გათავისუფლებას.
ქრისტეს, როგორც ადამიანს, მორჩილება რომ არ აღესრულებინა და საკუთარი ნება არ მოეკვეთა, ადამიანი ვერ ცხონდებოდა! ასევე ვერ ცხონდება ის, ვინც თვითნებობს და რაც უნდა, იმას აკეთებს.