კულტურა - ციტატები, გამონათქვამები
კულტურა - ციტატები, გამონათქვამები კულტურა, გამონათქვამები, ციტატები
მართლმადიდებელი სარწმუნოების გარეშე ირღვევა საფუძველი ჩვენი კულტურისა, იკარგება ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ეროვნული სახე.
მიმაჩნია, რომ ჩვენი ხალხისა და განსაკუთრებით ახალგაზრდობის სულიერი აღზრდისა და ამაღლების მიზნით უნდა დაარსდეს კულტურის დიდი ცენტრი, სადაც ბინას დაიდებს სასულიერო და საერო ხელოვნების გამორჩეული ნიმუშები, მოეწყობა დროებითი და მუდმივ... იხილეთ სრულად
მაღალი კულტურა და განვითარებული ტექნიკა ხალხის ბედნიერებისათვის არ არის საკმარისი
თავის ცნობილ ნაშრომში, - "ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში,"- კათოლიკოს-პატრიარქი კირიონიც არაერთხელ აღნიშნავს, რომ ქართველნი შთამომავალნი არიან ქალდეველთა, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს უძველესი მსოფლიო ისტორიისა და კულტუ... იხილეთ სრულად
საუკუნეთა მანძილზე ქართული კულტურა არაერთი უძლიერესი იმპერიის გავლენას განიცდიდა, მაგრამ ღვთის განგებითა და ჩვენთა წინაპართა ძალისხმევით თვითმყოფადობა არასდროს დაგვიკარგავს.
გლობალიზაციის პროცესი ბუნებრივად იწვევს იმ ხალხებისა და კულტურების ასიმილაციასა და ზოგჯერ სრულ გაქრობასაც, რომელნიც ვერ გამოიმუშავებენ სათანადო იმუნიტეტს
კულტურა მხოლოდ მწერლობაში, ხელოვნებასა და მეცნიერებაში არ ვლინდება, არამედ მთელი საზოგადოების ცნობიერებასა და ყოფა-ცხოვრებაშიც.
ერთა თვითმყოფადობის უმთავრეს ფაქტორად დღეს კულტურული არეალიღა რჩება, რადგან მსოფლიო ინტეგრაციის პირობებში თანამედროვე ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური საზღვრები თანდათან კარგავს თავის უწინდელ დანიშნულებას.
კულტურის განმაპირობებელი სამი ძირითადი ფაქტორია მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენი მამული ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიაა, რომელიც ჭეშმარიტ სარწმუნოებას ჯერ კიდევ I საუკუნეში ანდრია მოციქულის მიერ ეზიარა. "ქართლის ცხოვრებაში" ვკითხ... იხილეთ სრულად