მაგალითი ადამიანებისა - ციტატები, გამონათქვამები
ნუ მრისხანებ, ეს არც შენთვისაა სასარგებლო და არც სხვებისთვის იქნება კარგი მაგალითი.
გულწრფელად გიყვარდეთ ერთმანეთი, არა ხელოვნურად და ზედაპირულად, არამედ სულიერი სიღრმით. წმინდა მაგალითი ქრისტესი, რომელმაც ასე ძლიერ შეგვიყვარა, ჩვენთვის წმინდა მიზეზად უნდა იქცეს, რომ მის მსგავსად შევიყვაროთ ერთმანეთი.
შეიყვარეთ სიმდაბლე, ამის მაგალითი იესომ მოგვცა. როდის? როცა არდაგი მოირტყა, მოწაფეებს ფეხები დაჰბანა და უთხრა: „უწყითა, რაი-ესე გიყავ თქუენ?“ (იოან. 13, 12) ანუ, როგორც მე დავიმდაბლე თავი თქვენი ფეხის დაბანით, თქვენც ასევე გმართებ... იხილეთ სრულად
ტკივილი წმინდანებზეც არის დაშვებული, რომ ამ სოფელში მოთმინებით ზეცაში უმეტესი დიდება მიიღონ. მაგრამ ხშირად წმინდანები ევნებიან, სხვისთვის მაგალითი რომ გახდნენ, როგორც მრავალვნებული იობი, წმინდა სვინკლიტიკია და სხვები.
ჯვარისმტვირთველი ქრისტე მაგალითად იქცა. გვიჩვენა, რომ ვისაც ცხონება სურს, მას უნდა გაჰყვეს, დაითმინოს ჯვარი, რომელსაც უფალი მისი ძალისამებრ უბოძებს, გოლგოთაზე ავიდეს, იესოსთან ერთად ჯვარს ეცვას და შემდეგ ღვთის სასუფეველში მასთან ე... იხილეთ სრულად
მისი მრავალტანჯული ცხოვრება ერთმანეთზე მიყოლებულ მწუხარებათა ჯაჭვია
ქრისტეც, მამის საყვარელი ძე, თავისი მიწიერი ცხოვრების მანძილზე უფლის წვრთნას ემორჩილებოდა არა იმიტომ, რომ უცოდველ ღმერთს ეს სჭირდებოდა, არამედ ადამიანის საცხონებლად, ჩვენს დასამოძღვრად და სამაგალითოდ, რათა მის კვალს გავყოლოდით.
ჩვენი მაგალითი იესო ქრისტეა, რომელმაც თავისი მიწიერი ცხოვრების მანძილზე მრავალი მწუხარება დაითმინა, მისი ყოვლადწმიდა სული ურიცხვმა ეკალმა შეაჭირვა; ამიტომ ღაღადებს: „მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი“ (ლუკ. 21, 19).