მარხვა - ციტატები, გამონათქვამები
ევას რომ თვალი სიწმინდით დაეცვა, არ მოწამლავდა თავის შთამომავლობას და მისგან შობილ ყველა ადამიანს. ერთი სიტყვით, გრძნობებისგან თავშეკავება ადამიანს ჯოჯოხეთისგან იხსნის.
ნებისმიერი ბოროტი გულისსიტყვის მოახლოებისას აუცილებელია მაშინვე ვთქვათ იესოს ლოცვა. როცა ამგვარად გავუმკლავდებით გრძნობებისა და ეშმაკისგან მომდინარე გულისსიტყვებს, ძალიან სწრაფად შევიგრძნობთ საცნობელთა მარხვისგან მიღებულ სიხარულსა... იხილეთ სრულად
მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავის შეკავება კი არ არის, უმთავრესად საცნობელთა მკაცრი დაცვაა. როცა საცნობელი გარედან საზრდოობს, ის გონებასა და გულში შესაბამის შხამს ავრცელებს, რის გამოც საბრალო სული ღვთისთვის კვდება.
საკუთარი თავის განკითხვისგან' მიღებული სარგებელი დიდია, როცა ადამიანს ავადმყოფობის გამო მარხვა არ შეუძლია.
სიმდაბლითა და ღვთისადმი მადლიერებით აღსრულებული მორჩილება მარხვის ღვაწლის ტოლფასია.