პირფერობა - ციტატები, გამონათქვამები
აღმოსავლეთის ერთ-ერთმა მბრძანებელმა გადაწყვიტა, დაეახლოვებინა ისეთი პიროვნება, რომელიც იქნებოდა არა მარტო გონიერი და უნარიანი, არამედ ერთგული და სანდო. ერთხელ იხმო ხუთი ქვეშევრდომი, სხვათაგან სიბრძნით გამორჩეული. მეფეს თითებზ... იხილეთ სრულად
პატივისცემა იმაში კი არ უნდა მდგომარეობდეს, რომ ადამიანი ადამიანს პირმოთნეობით ექცეოდეს, ეგ ადამიანის პატივისცემა კი არა, ეგ შეურცხყოფა იქნება. ცუდია, თავის მეცნიერების შემაგინებელია, ადამიანის მოღალატეა ის ექიმი, რომელიც სნეულს უ... იხილეთ სრულად
უყვარს ქართველს ეს გამრყვნელი და წამახდენელი სენი, რომ თუ არ აქე, თუ არ მიეფერე, პირიდამ თაფლი თუ არ იდინე, სულ ყველაფერი უზრდელობა და ლანძღვა ჰგონია. მაგრამ ამისთანა ცთომილი აზრი არ დააყენებს ხოლმე პატიოსან კაცს, როცა ის შედის რი... იხილეთ სრულად
ჩვენ კი, თავს ღვთის მონას რომ ვუწოდებთ, ხშირად ვცრუობთ. ჩვენ სხვა ბატონის მონები ვართ, მისი სახელია წუთისოფელი! მისდამი სამარცხვინო მონობას კი პირმოთნეობა ჰქვია.
უმჯობესია, ხელქვეითებს უყვარდე, ვიდრე ეშინოდეთ, რადგან შიში სიცრუესა და პირფერობას ბადებს, სიყვარული კი - ჭეშმარიტებასა და გულმოდგინებას.
პირფერებს ხშირად იგივე ემართებათ, რაც ცხოველებს, რომლებიც საკუთარ ბუნაგში თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, მაგრამ ადრე თუ გვიან გამოდიან და გამოჩნდებიან ხოლმე. ასევე პირფერებმა, რაც არ უნდა დაფარონ საკუთარი თავი სიმართლის ნიღბით, შემდგომშ... იხილეთ სრულად
ჩვენ გაცილებით მოგებულნი ვიქნებოდით, ისეთები რომ ვჩანდეთ, როგორნიც სინამდვილეში ვართ, ვიდრე წარმოვაჩენდეთ იმას, რაც სინამდვილეში არ არის.
უეჭველად ისეთი უნდა იყო, როგორიც გინდა ჩანდე, თუ საკუთარი თავისთვის სიკეთე გსურს.
ატარე სათნოების სახე, მაგრამ არა იმისათვის, რომ მოატყუო ისინი, ვინც გხედავენ, არამედ იმისათვის, რომ მათ სარგებლობა მოუტანო.