რწმენა - ციტატები, გამონათქვამები
გამხნევდით და ნუ გეშინიათ, ქრისტეს მტკიცე რწმენა გქონდეთ. ის ყოვლისშემძლეა. როგორც არ უნდა გამძვინვარდეს სატანა, ქრისტეს წინაშე, მისი ძლიერების წინაშე ეშმაკის ყველა მანქანება განქარდება.
ძალიან გთხოვ, ნუ დაკარგავ სულიერ სიმხნევეს, არამედ ღვთის მტკიცე რწმენით აღიჭურვე, რადგან უფალი ჩვენს ძალებზე აღმატებულ განსაცდელს არ დაუშვებს ჩვენზე.
ყველაფერი რწმენითა და სასოებით უნდა ვაკეთოთ, რადგან „ყოველი, რომელი არა სარწმუნოებით არს, იგი ცოდვა არს“ (რომ. 14, 23).
რატომ აძლევთ საშუალებას სატანას, რომ უფრო მეტად შეგებრძოლოთ? გწამდეთ ღვთისა და რასაც დაუშვებს, ჩვენს სასიკეთოდ იქნება. განა ჩვენ მასზე უკეთ ვიცით?
ვირწმუნოთ იესოს ძალა, მაშინ განსაცდელი იარაღს დაყრის და დიდი მყუდროება დაისადგურებს.
გისურვებ გრანიტის კლდის სიმტკიცეს, რომელზეც განსაცდელების ყველა ტალღა შეიმუსრება, შენ კი ღვთის რწმენაში უდრეკი დარჩები.
ზოგჯერ მოუთმენლობა, სასოწარკვეთა და უიმედობა ადამიანს ღვთის მადლს აკარგვინებს, ის კი ამას შეცდომით თავისი ტვირთის სიმძიმეს მიაწერს. ხოლო სიმხნევეს, თავგანწირვას, ვაჟკაცობასა და უფლისადმი რწმენას ღვთის მადლი მოაქვს. გისურვებ, ღმერთ... იხილეთ სრულად