სიბილწე, უწმინდურობა - ციტატები, გამონათქვამები
7. ნაყროვანება და გემოთმოყვარეობა არის სიბილწის მიზეზი; ვერცხლისმოყვარეობა და პატივმოყვარეობა - მოყვასის სიძულვილისა; მათი მშობელი. თავმოყვარეობა, კი ორივეს მიზეზია.
50. გონება ღვთის იმედს კარგავს მაშინ, როცა ბოროტი და უწმინდური გულისთქმების თანამოსაუბრე ხდება.
49. ნუ წაბილწავ გონებას ავხორცული და მრისხანე გულისთქმებით, რათა, წმინდა ლოცვას მოწყვეტილს, მოწყინების სული არ დაგეუფლოს.
44. ნუ გახრწნი სხეულს ბილწი საქმეებით, ნუ დააბინძურებ სულს ბოროტი გულისთქმებით, მაშინ ღვთიური სამყარო გარდამოვა შენზე და სიყვარულს მოგიტანს.
14. უწმინდურია ვნებიანი სული, ავხორცული და საზიზღარი გულისთქმებით აღსავსე
ადამიანის გულში შესაძლოა ანგელოზებრივმა სიწმინდემ და ჯოჯოხეთურმა უწმინდურებამაც დაისადგუროს. ადამიანური გულის ბარომეტრი თავის ციფერბლატს ქვესკნელის ფსკერიდან ზეციურ უსასრულობამდე განავრცობს.
ნუ დაუშვებ, რომ შენი გული უწმინდურმა გრძნობებმა შებღალოს, ამით იგი სიწმინდეს დაკარგავს და ცხოვრების გზაც გამრუდდება.
სანამ ადამიანი ცოდვის ლაბირინთებში დაეხეტება, იგი მის სულის სიმყრალეს ვერ გრძნობს, მაგრამ როდესაც უგზო-უკვლო ხეტიალს თავს დააღწევს და სინათლისკენ მიმავალ გზას დაადგება, ცხადად შეიგრძნობს იმ განსხვავებას, სიწმინდესა და ბიწიერებას შ... იხილეთ სრულად