სინდისი - ციტატები, გამონათქვამები
სინდისი - ციტატები, გამონათქვამები სინდისი, გამონათქვამები, ციტატები
სინანული სინდისის განწმენდაა, ნათლისღების განახლებაა, ცოდვით მომკვდართა აღდგომა და ღმერთთან კავშირის განახლებაა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილი ცოდვის შესაბამისი იქნება.
ღვთის შიშის გარეშე სუფთა სინდისს ვერ მოვიპოვებთ, ვერც გულწრფელ აღსარებას ვიტყვით და ვერც ვერასოდეს შევიძენთ სულიერ სიბრძნეს, ვინაიდან სიბრძნის დასაბამი და დასასრული უფლის შიშია.
ღვთის ნათელი ჩვენშია, მისი ნების შეცნობას კი წმინდა წერილიდან ვსწავლობთ; სინდისიც კომპასივით გვიწევს მეგზურობას. ეს ყოველივე გონებას გვინათებს, როცა განსაცდელის წინაშე ვდგებით.