სიცოცხლე - ციტატები, გამონათქვამები
"მე ვარ აღდგომა" და ცხორებაჲ, - ბრძანებს უფალი, - რომელსა ჰრწმენენ ჩემი მო-ღათუ-კუდეს, ცხოვნდესვე, და ყოველი, რომელი ცოცხალი არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე" (იოანე 11,25-26). აღდგომილი მაცხოვარი არის უტყუარი მტკი... იხილეთ სრულად
ქრისტეს აღდგომა დადასტურებაა იმისა, რომ სიკეთე სძლევს ბოროტებას, რომ სიყვარული ამარცხებს სიძულვილს, სიცოცხლე თრგუნავს სიკვდილს.
აღდგომა ქრისტესი სიცოცხლის გამარჯვებაა სიკვდილზე. აღდგომა ქრისტესი სიკეთის გამარჯვებაა ბოროტებაზე.
ყოველი მნიშვნვლოვანი საეკლესიო დღე სულიერი სიხარულის მომტანია, მაგრამ აღდგომის დღესასწაული მაინც სულ სხვაა; იგი ზეიმია ცისა და მიწისა, რადგანაც სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას ვგრძნობთ და განვიცდით.
მეცნიერებას რომ ერთი მაგალითი მაინც ეპოვნა უჯრედის თავისთავად წარმოშობისა, მაშინ ათეისტები იზეიმებდნენ გამარჯვებას: მაგრამ ასეთი რამ დაუშვებელია. მატერიალისტური თეორიიდან გამომდინარე სიცოცხლის წარმოშობის პრობლემა დღესაც ამოუცნობი ... იხილეთ სრულად
მატერიალისტების აზრით სიცოცხლე ჩაისახა ერთუჯრედიან ცოცხალ ორგანიზმში, ხოლო კითხვას: ვინ ჩაუნერგა სიცოცხლე იმ უჯრედს, ვერ პასუხობენ და საერთოდ ამ კითხვას იგნორირებასაც უკეთებენ. სამყაროში ადამიანი ვერ შეხვედრია ვერანაირ მინიშნებასა... იხილეთ სრულად
სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, - აი, მთავარი არსი და მიზეზი პასექის ზეიმისა. მაშ, ფართოდ გაუხსენით მას გული და აღივსენით არამიწიერი სითბოთი და სიყვარულით, რომელიც ასე უხვად ეფინება დღეს თითოეულ ჩვენგანს. ქრისტე აღდგა!
ყოფნა-არყოფნის მარადიული კითხვა აღელვებდა ადამიანებს საუკუნეთა წინაც, აღელვებს დღესაც და ასევე იქნება, ალბათ, მომავალშიც. ურწმუნონი ფიქრობენ, თითქოს ჩვენი არსებობა შემთხვევითობაზეა დამოკიდებული, რითაც ისინი აზრს უკარგავენ მიწიერ ყ... იხილეთ სრულად