სტუმართმოყვარეობა - ციტატები, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

793. ერთ ქრისტესმოყვარე, სტუმართმოყვარე და ამ საქმეში აბრაამის მბაძავ კაცს, ავადმყოფობის გამო სიკვდილის საშიშროება მოელოდა. ექიმებს მისი გადარჩენის იმედი გადაწურული ჰქონდათ. მაშინ უფლის მიერ მასზე შეყვარებულმა ადამიანებმა ბერ იოანეს კაცები გაუგზავნეს და ჰკითხეს: თუ მისი აღსასრული მოახლოებულია, მას სურს, რომ ანდერძი დატოვოს იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

734. უნდა მივიღო თუ არა ჩემთან მოსული, მოგზაურობაში მყოფი ყოველი მონაზონი, სანამ არ გამოვკითხავ ვინაა და საიდან? და თუ ვიჩქარებ მის მიღებას, როდის უნდა გავუშვა ის? წასვლისას უნდა გავატანო რამე თუ არა? რამეთუ ზოგიერთები ამასაც საჭიროებენ იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

699. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა, რომელიც მამებს მასპინძლობდა, წერილი გაუგზავნა იმავე ბერს და ჰკითხა: სასარგებლო იქნებოდა თუ არა მისთვის, რომ ეს სოფელი საერთოდ მიეტოვებინა და მონაზვნურ ცხოვრებას შესდგომოდა. როდესაც ბერმა პასუხში მისწერა, რომ ამ სოფლის მიტოვება სტუმართმოყვარეობას აღემატება, მას ეგონა, ამით მას მცნება მისცეს, რის გამოც ფრიად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და გადაწყვიტა ამიერიდან არაფერი აღარ ეკითხა მამებისათვის. შეიცნო რა ეს სულით, ბერმა ბრძანა შემდეგი პასუხი მიეწერათ მისთვის იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

689. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა, რომელთანაც მამები სტუმრობდნენ, იმავე ბერს ჰკითხა: როდესაც ჩემთან რომელიმე მამა მოდის, მე საჭირო ნივთები არა მაქვს, რომ შევთავაზო მას, ყოველთვის ვწუხვარ ამაზე და არ ვიცი როგორ მოვიქცე სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა, რომელთანაც მამები...

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

594. რატომ არ შეიძლება საცხოვრებელში უსაქმოდ მოხეტიალეთა მიღება? რატომ არ შეიძლება საცხოვრებელში უსაქმოდ...

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

593. როგორ უნდა მივიღოთ უცხონი და როგორ უნდა აღვასრულოთ მცნება გლახაკთა შესახებ? დაუყოვნებლივ მივიღოთ თუ არა ყველა მომსვლელი? როცა ტანსაცმლის თაობაზე თხოვნებით გვაწუხებენ, თუ ის ზედმეტი გვაქვს, მივცეთ თუ არა და კერძოდ ვის? როგორ უნდა მივიღოთ უცხონი და აღვასრულოთ მცნება...

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

590. მითხარი, ჩემო მამაო, როგორ უნდა შევხვდე მომსვლელებს: ერისკაცებს, მამებს და ძმებს? მითხარი, ჩემო მამაო, როგორ უნდა შევხვდე...

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

456. გთხოვ ჩემო მამაო, მითხარი როგორი უნდა იყოს რიგიანი მხიარულება? და როგორ უნდა გამოიყენოს ის ცოდვილმა, რომ ზღვარს არ გადასცდეს? გთხოვ ჩემო მამაო, მითხარი როგორი უნდა იყოს რიგიანი...

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

454. რადგან ცოდვილი ვარ და არც ის ჭეშმარიტი და გულწრფელი სიმდაბლე მაქვს, რისთვისაც ასისთავმა ქება დაიმსახურა და არც ის სტუმართმოყვარეობა, რომლისთვისაც აბრაამი ღვთის სტუმრობის ღირსი გახდა, მე როგორ მოვიქცე? ვხედავ რა საკუთარ უღირსებას, უარი უნდა ვთქვა წმინდანთა მიღებაზე და არ მივმართო მათ, არამედ ვითარცა სულით უძლურმა, მათგან მკურნალობა ვეძიო? რამეთუ ექიმთა სტუმრობის გულმოდგინე ძიება უძლურებს შეჰფერით და ეს მათ სტუმართმოყვარეობაში არ ეთვლებათ. ხოლო, თუკი ისინი ექიმებს არ მოიწვევენ, ამის გამო მათ სიმდაბლის არმქონე ადამიანებად კი არ მიიჩნევენ, არამედ - უგუნურებად. ამრიგად, მასწავლე, ჩემო მამაო, რადგანაც მე ეს ძალინ მჭირდება. დავარწმუნო წმინდანები, რომ მეწვიონ, თუ როგორც უღირსმა უარი ვთქვა მათ მიღებაზე? იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

453. ჩემო მამაო, აისისთავმა, როცა ის საკვირველი სიმდაბლე გამოიჩინა, საკუთარი თავი მეუფის სტუმრობისათვის უღირსად მიიჩნია და მისმა რწმენამ ქება დაიმსახურა; აბრაამი კი, პირიქით, არწმუნებდა და ჩაუვარდა რა მეუფეს ფეხებში, ევედრებოდა კარავში შესულიყო, თუმცა როგორც ადამიანს ისე მიეახლა მას და არ იცოდა, რომ ის თავად მეუფე იყო. განა აბრაამს არ ჰქონდა სიმდაბლე? ასისთავის სათნოება ნუთუ პატრიარქის სათნოებას აღემატება? რამეთუ სიმდაბლეს (როგორც ამას თქვენ ყოველთვის გვასწავლით), სათნოებებს შორის პირველი ადგილი უკავია. ამიხსენი თითოეული მათგანის სათნოების ძალა და განსხვავება, იმიტომ რომ ერთმა დაიმდაბლა რა თავი, უფალი სტუმრად არ მიიღო და ქება დაიმსახურა, ხოლო მეორემ სიყვარულით მიიღო ის და ასევე ქება დაიმსახურა იხილეთ სრულად

link
0