ფუფუნება - ციტატები, გამონათქვამები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ჯერ კიდევ ძველი ბერძნები და რომაელები ამბობდნენ, სიმდიდრეში დიდი საფრთხე დევსო. პოეტი პროპერციუსი წერდა: "მე ვხედავ რომს, ამაყ რომს, უდროოდ სიკვდილის სარეცელზე მწოლს, თავისი აყვავებული ცხოვრების მსხვერპლს". დაახლოებით იმავეს ამბობ... იხილეთ სრულად
რთული და ეკლიანია სიმართლის გზა, მაგრამ მადლმოსილია, რადგან ერთადერთია, რომელსაც ადამიანი საუკუნო ცხოვრებაში მიჰყავს. მართალია, არსებობს სხვა გზებიც, მიმზიდველნი თავიანთი მიწიერი სიმშვენიერით, სიმდიდრით, ფუფუნებით, კეთილმოწყობით, ... იხილეთ სრულად
ის ადამიანი, ვინც თავს ქრისტიანად ხმობს და, ამასთან, ყველანაირად ცდილობს თავი დააღწიოს სიღარიბეს, არ არის ჭეშმარიტი მორწმუნე. ვინც სიმდიდრესა და ფუფუნებით ცხოვრების მოპოვებას ესწრაფვის, მას არ სურს იყოს ნამდვილი ქრისტიანი, რამეთუ ... იხილეთ სრულად
ხმელი და მწირი საკვების წყალობით აზრები ნათელი ხდება, ხოლო ფუფუნებით ცხოვრება გონებას წყვდიადში ჩაძირავს.
ჩვენ ვცოდავთ მაშინ, როდესაც ვიძენთ ნივთებს ფუფუნების მიზნით. მაგალითად, გვაქვს ერთი ხელი კარგი ტანისამოსი, მაგრამ არ ვკმაყოფილდებით ამით, ვიძენთ მეორეს, მესამეს და ასე ვაგროვებთ არა საჭირო, არამედ ფუფუნების საგნებს.
33. არ დაიშვება და არც არის შესაძლებელი გველთან დამეგობრება და მისი უბით ტარება, არცთუ – სხეულის ყოვლითურთ ფერება, მოვლა და სიყვარული (გარდა იმისა, რაც საჭიროა და უცილებელი), და, ამასთან, ზეციურ სათნოებაზეც ზრუნვა, რადგან გველს ის... იხილეთ სრულად
მაცხოვარს არ უვლია ზანზალაკებით და ხალიჩემზე. დეკორაცია ეზიზღება ღმერთს. ქრისტე უბრალო იყო, ერთი პერანგი ეცვა ღვთისმშობლის მოქსოვილი