ღვთის სიყვარული ადამიანისადმი - ციტატები, გამონათქვამები
როცა ადამიანს ღმერთთან ერთობა აქვს და გულში უფალი მკვიდრობს, მას არაფერი აკლია. მის სულში არავითარი სიცარიელე აღარ არსებობს. არც ამ ცხოვრებისთვის აუცილებელი მატერიალური ნივთების დანაკლისს განიცდის. ეს არის კიდევ ერთი მტკიცება იმის... იხილეთ სრულად
რომელი კეთილი საქმე, ან სათნოება შეიძლება გაუტოლდეს ღვთის სიყვარულსა და შემწყნარებლობას, რომელსაც ჩვენდამი ავლენს?
თუკი საკუთარი მამის მოიმედე შვილი მცდარი გზით არასოდეს ივლის, მით უმეტეს ის, ვინც მამათა მამაზე სასოებს, რომლის სიყვარულიც, როგორც ზეცა უფსკრულს, ისეა სხვა სიყვარულს დაშორებული და მას ვერასოდეს შეედრება!
გულწრფელად გიყვარდეთ ერთმანეთი, არა ხელოვნურად და ზედაპირულად, არამედ სულიერი სიღრმით. წმინდა მაგალითი ქრისტესი, რომელმაც ასე ძლიერ შეგვიყვარა, ჩვენთვის წმინდა მიზეზად უნდა იქცეს, რომ მის მსგავსად შევიყვაროთ ერთმანეთი.
სიყვარულის მშვენიერი გზა უშრომელია; სიყვარულში არ არის ბიწი, არც ბრალი, არამედ სინდისი სულის ღვთისადმი კადნიერებას ადასტურებს. მაგრამ როცა არ არსებობს სიყვარული, მაშინ სულს ლოცვაში გამბედაობა არ აქვს. დამარცხებულივით, მხდალივით თა... იხილეთ სრულად