ღვთის წყალობა, მოწყალება - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთის წყალობა მდაბალი და გლახაკი გულით ითხოვეთ. განთიადიდან მიმწუხრამდე, თუ შეძლებთ, ღამითაც ილოცეთ: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ და აიძულეთ გონება ამისთვის სიკვდილამდე“.
ამიერიდან მოიცალეთ და შეუდექით უფალს, რომ შეგვიწყალოს და სხვას ნურაფერს ეძიებთ, წყალობის გარდა, რომელსაც მოგვანიჭებს უფალი დიდებისა.
ცოდვილის უიმედობა სრულიად გაუმართლებელია. განა შესაძლებელია, რომ ოდესმე ერთმა მუჭა ქვიშამ ზღვა დაფაროს?
როცა დაეცემი, ადექი და როცა შესცოდავ, შეინანე. ღვთის მოწყალების უკიდეგანო ზღვის შემყურეს გულში სასოწარკვეთილების შხამი ნურასოდეს შეგეპარება. ადამიანმა რამდენიც არ უნდა შესცოდოს, სინანულით მისი ცოდვები ღვთის სახიერების ზღვაში იკარგ... იხილეთ სრულად
დაე, ცოტა რამ გავცეთ დედამიწაზე, რომ ღვთის წყალობათა ხელშეუხებელი ბანკიდან აქ გაცემული იქ პროცენტით მივიღოთ. სათნოებათა თესლი ვთესოთ, რომ კეთილსურნელოვანი ყვავილებით შემკული საუკუნო დიდების გვირგვინით დავიმშვენოთ თავი.
ღმერთი ყველგანაა და არ არსებობს ქმნილება, რომელზეც ის არ ზრუნავდეს
რაც უფრო ცოდვილია მონანული ადამიანი, მით მეტი პატივი მიეგება ღვთის მოწყალებას.