ღვთის ხსოვნა - ციტატები, გამონათქვამები
„მარად იხსენებდე ღმერთს და შენი გონება ზეცად გადაიქცევა“ – გვეუბნება ღირსი ნილოს ბრძენი.
ადამიანი ნებისმიერ სხვა რამეზე ადვილად ფიქრობს, ღვთის სახელის ხსენებისთვის კი უდიდესი ძალისხმევა სჭირდება.
თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს, თავის მორჩილების საქმეს, განსაკუთრებით კი თავის გულს უნდა მიაქციოს ყურადღება – ახსოვს თუ არა ღმერთი, სიკვდილი, ჯოჯოხეთი, სამოთხე და სხვა სულისთვის სასარგებლო რამ.
ადამიანს ბედნიერების ჟამს არ შეუძლია ახსოვდეს ღმერთი და თუ აგონდება იგი, აგონდება ჩრდილივით. ხოლო ცხადად და მხურვალედ მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა განსაცდელი, ტკივილი უახლოვდება.
46. ვინც ღვთის შემეცნების ღირსი გახდა და სიყვარული მოიპოვა, მის ცოდნას არასდროს დაეუფლება პატივმოყვარეობის სული, ხოლო ვინც ამას ვერ მიაღწია, მას ადვილად შეიპყრობს იგი. ხოლო, თუ ასეთი ადამიანი, რასაც არ უნდა იქმოდეს, ღმრთზე იფიქრებ... იხილეთ სრულად