
თუ ყურს გაუფრთხილდები, ენით არ შესცოდავ
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
თუ ყურს გაუფრთხილდები, ენით არ შესცოდავ
ნურასოდეს იტყვი სხვაზე იმას, რისი მოსმენაც საკუთარ თავზე არ გსურს
43. მოიკრძალენ სასმელნი, და უფროისღა სახედველნი შენნი; რამეთუ ამათ მიერ შემოვლენ ისარნი სიბოროტისანი
აჩვენე, რომ ხალისით იღებ დარიგებას, არაა აუცილებელი სასწრაფოდ უპასუხო, ბუნებამ მოგვცა ორი ყური და მხოლოდ ერთი ენა.
ავისმეტყველ სულს სამკაპა ენა აქვს: იგი ზიანს აყენებს საკუთარ თავს და მსმენელს, ზოგჯერ კი მასაც, ვისზეც ავმეტყველებს.
გველმა ევა სამოთხიდან გამოდევნა წყევით; ამიტომ მოყვასზე ცუდის მთქმელი გველს ჰგავს. ის ღუპავს მსმენელის სულს და ვერც საკუთარს აცხოვნებს.
ვინც უდაბნოსა და მდუმარებაში ცხოვრობს, ის სამი განსაცდელისგან თავისუფალია: სმენის, ენისა და მზერისგან; მას მხოლოდ ერთი განსაცდელი აქვს - საკუთარი გულისგან
მოყვასის დამამცირებელი და განმკითხველი სიტყვის მოსმენისას გაფრთხილდი, რათა სმენით სხვისი ენის ცოდვის თანამოაზრე არ გახდე. ნუ დაუდებ გულს სიტყვებს, რომლებიც განმკითხველს უფრო ავნებს, ვიდრე მას, ვინც განიკითხეს.
განკითხვის მოსმენისას წესად გქონდეს - არ დაიჯერო. როდესაც ერთ ბერთან ვიღაც მივიდა და მეორე ადამიანის შესახებ ცუდის თქმა დაიწყო, მოძღვარმა ჰკითხა: - "საიდან იცი ეს?" მან უპასუხა, ერთმა კეთილმა ადამიანმა მითხრაო. - "არა, ის კეთილი ა... იხილეთ სრულად