ძაგება - ციტატები, გამონათქვამები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ნუ აღშფოთდები და ნუ განრისხდები შენს მოყვასზე, თუ მისგან შენზე რაიმე ყვედრებას გაიგებ. დაფიქრდი, სამართლიანი ხომ არ არის იგი? თუ უსამართლოა, მაშ, ისარს შენს მიღმა ჩაუქროლია; რატომ უნდა იყო ავად, თუ არ დაჭრილხარ? თუ ეს სამართლიანია... იხილეთ სრულად
მაშინ კი არ უნდა ვმწუხარებდეთ, როდესაც საკუთარ თავზე რაიმე ავ ამბავს გავიგებთ, არამედ მაშინ, როდესაც ეს სამართლიანია.
როდესაც შენზე ცუდს ამბობენ, კარგად დააკვირდი, ხომ არ ჩაიდინე რაიმე ბოროტება. თუ არ გაგიკეთებია, მაშინ ეს ავსიტყვაობა ჩათვალე კვალად, რომელიც გაიფანტება.
ჩვენ ყველანი ამქვეყნად თითქოსდა ბაზარზე გამოფენილი საქონელი ვართ. ერთნი ჩვენს ფასს ზეცამდე აღამაღლებენ, მეორენი კი გროშის ფასად მიიჩნევენ. ქება და ძაგება, რომლებსაც ჩვენ ადამიანებისგან ვღებულობთ, ჩვენს სულს ყოველთვის აორებენ:... იხილეთ სრულად
შეეცადე, გაუკეთო ადამიანებს ის, რისთვისაც ჯერ გაგლანძღავენ, შემდეგ კი შეგაქებენ; და ნურასოდეს გააკეთებ რაიმეს იმისათვის, რათა შეგაქონ, ბოლოს კი გაგლანძღონ
როდესაც გაიგებ, რომ მეგობარი აუგად გახსენებს, მაშინ მის მიმართ სიყვარული გამოამჟღავნე