მამა იოსები საათობით ამბობდა შინაგან ლოცვას!
სიკვდილის ჟამის იდუმალებაზე ფიქრს სიმშვიდე მოაქვს!
განსაცდელის გარეშე ვინ შესულა სამოთხეში?
დიდი პატივია, რომ ღმერთმა ჩვენ, უღირსებს, როგორც მის ხელში იარაღს, მოგვიწოდა ვემსახუროთ სულების გადარჩენის საქმეს. გვახსოვდეს, რომ მოციქულებსა და სხვა მრავალთ ჩვენ გამო სიცოცხლე მსხვერპლად რომ არ გაეღოთ, ღვთის შვილები, ზეციურ სიკე...
იხილეთ სრულად
დიდი პატივია, რომ ღმერთმა ჩვენ, უღირსებს, როგორც მის ხელში იარაღს, მოგვიწოდა ვემსახუროთ სულების გადარჩენის საქმეს. გვახსოვდეს, რომ მოციქულებსა და სხვა მრავალთ ჩვენ გამო სიცოცხლე მსხვერპლად რომ არ გაეღოთ, ღვთის შვილები, ზეციურ სიკეთეთა მემკვიდრეები ვერ გავხდებოდით. მაშ, რაც შეგვიძლია, ვაკეთოთ. საქმეს დაასრულებს უფალი, რომელსაც სრულყოფის ძალა აქვს.გაიხსენეთ, როგორ იღვწოდნენ პირველი ქრისტიანები კატაკომბების ხანაში. როდესაც მათ ქრისტიანული მოვალეობა ...
link
ეკლები სიყვარულის ნაკლებობამ აღმოაცენა
გახსოვდეს, რომ ყოველდღე ჯვრის ტვირთვა გვმართებს, რაც მწუხარებას, შრომას, განსაცდელებსა და ყოველგვარ საეშმაკო მოქმედებას ნიშნავს. განა რომელიმე წმინდანს მიწიერი გზა და ბნელი ბილიკები მწუხარებისა და საფრთხის გარეშე გაუვლია? და თუ ჩვ...
იხილეთ სრულად
გახსოვდეს, რომ ყოველდღე ჯვრის ტვირთვა გვმართებს, რაც მწუხარებას, შრომას, განსაცდელებსა და ყოველგვარ საეშმაკო მოქმედებას ნიშნავს. განა რომელიმე წმინდანს მიწიერი გზა და ბნელი ბილიკები მწუხარებისა და საფრთხის გარეშე გაუვლია? და თუ ჩვენ უფალმა იმავე გზის გასავლელად მოგვიწოდა, განსაკუთრებული რა არის ამაში?
link
ჩვენი ეკლესია მარტვილთა სისხლითაა მორწყული
მოწამეებმა რწმენითა და თავის სრული უარყოფით იღვაწეს, ასე მოიპოვეს აღთქმული სიკეთე და დიდების მარადიული გვირგვინები! ასევე ჩვენც, იესო ქრისტეს რწმენით და თავის სრული უარყოფით შევძლებთ ღვთის მადლით გამარჯვებას.
წმინდა მამები გვყავს, რომლებმაც მოღვაწეობის პირველ წლებში სულიერი გულგრილობა, საშინელი იმედგაცრუება და სხვა გამანადგურებელი განსაცდელები გაიარეს. მაგრამ მტკიცედ შეინარჩუნეს მოთმინება, თავს აიძულებდნენ და რამდენიც დაითმინეს, მადლმა...
იხილეთ სრულად
წმინდა მამები გვყავს, რომლებმაც მოღვაწეობის პირველ წლებში სულიერი გულგრილობა, საშინელი იმედგაცრუება და სხვა გამანადგურებელი განსაცდელები გაიარეს. მაგრამ მტკიცედ შეინარჩუნეს მოთმინება, თავს აიძულებდნენ და რამდენიც დაითმინეს, მადლმაც იმდენად მოიხილა ისინი.
link