ავტორი:
იოსებ ათონელი(ისიხასტი)
თემა: იესოს ლოცვა
შინაგანი ლოცვით ქმედება ესაა აიძულო თავი განუწყვეტლივ წარმთქვა ლოცვა ბაგეებით, შეუსვენებლად. თავიდან სწრაფად, ისე, რომ გონებამ გაფანტვა ვერ მოასწროს, არამედ მხოლოდ ლოცვის სიტყვებს უგდოს ყური: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". როცა ეს საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება, გონება ეჩვევა მას და უკვე სწრაფად წარმოთქვამს. და ისე ტკბები, თითქოს ბაგეზე თაფლი გეცხოს. და სულ ამის წარმოთქმა გსურს, და თუ შეწყვეტ, გული გწყდება.
როცა გონება ამას მიეჩვევა და გაძღება, კარგად ისწავლის, მაშინ აგზავნის მას გულში. რადგანაც გონება სულის მკვებავია და თუ რაიმე კარგს ან ცუდს შეიტყობს ან მოისმენს, მისი საქმეა ამისი გულში ჩაშვება, რომელიც ადამიანის სულიერი და ხორციელი ცხოვრების ცენტრია და გონების ტახტი. მაშ ასე, როცა მლოცველი გონებას არ აძლევს იმის ნებას, რომ რაიმე წარმოიდგინოს, არამედ მხოლოდ ლოცვის სიტყვებს უგდოს ყური, მაშინ ის მსუბუქად სუნთქავს და გარკვეული ძალისხმევითა და საკუთარი სურვილით ჩაუშვებს მას (გონებას) გულში და აკავებს შიგნით, ერთგვარ სივიიწროვეში და თანაბარზომიერად წარმოთქვამს ლოცვას: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე".
თავიდან ის რამდენჯერმე ამბობს ლოცვას და აკეთებს ერთ ჩასუნთქვას. შემდეგ, როცა გონება გულში დგომას მიეჩვევა, ყოველი ჩასუნთქვისას წარმოითქმის ერთი ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე" - ჩასუნთქვა, "შემიწყალე მე" - ამოსუნთქვა. ასე გრძელდება მანამ, სანამ მადლი არ მოგეფინება და არ დაიწყებს მოქმედებას სულში; ამის შემდეგ კი უკვე იწყება ჭვრეტა