ავტორი:
წმ. სერაფიმე საროველი
თემა: ღმერთზე მინდობა
როდესაც ლოცვისას გული და გონება ერთდებიან და გულისსიტყვების განბნევა წყდება, მაშინ გული სულიერი სითბოთი თბება, ამ სითბოში ქრისტეს ნათელი გამობრწყინდება, ქრისტეს ნათელი კი მშვიდობითა და სიხარულით ავსებს შინაგან კაცს. ყველაფრისათვის ღმერთს უნდა ვმადლობდეთ და მას უნდა მივანდოთ თავი; მასვე წარვუდგინოთ ყველა ჩვენი აზრი, სიტყვა და საქმე, ამასთან ვეცადოთ, ყველაფერი მხოლოდ მის წინაშე სათნო-ყოფისაკენ მივმართოთ