ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
404. როცა რომელიმე საქმე ღვთისნიერი მგონია, ხოლო აზრი მას, ვითარცა უკეთურს, ეწინააღმდეგება და ხელს უშლის მის აღსრულებას, მაშინ როგორ მივხვდე, ის სინამდვილეში კეთილია თუ არა?
როცა რომელიმე საქმე ღვთისნიერი გგონია, მაგრამ აზრი მას ეწინააღმდეგება, მაშინ სწორედ აქედან შეგიძლია მიხვდე, სინამდვილეში ღვთისგანაა ის თუ არა. იმიტომ რომ, თუ ჩვენი გული, როცა ვლოცულობთ სიკეთეში მტკიცდება, და ეს სიკეთე არათუ მცირდება, არამედ იზრდება, მაშინ ეს საქმე ღვთისგანაა, მიუხედავად იმისა, რჩება თუ არა ჩვენი შეურაცხმყოფელი საპირისპირო აზრი ჩვენს გონებაში; რამეთუ ეშმაკის შური სიკეთეს ყოველთვის მწუხარებას უპირისპირებს, მაგრამ ლოცვით ეს (სიკეთე) მრავლდება. ხოლო, როცა საეჭვო სიკეთეს ეშმაკი ჩაგვაგონებს, მაშინ ის თვითონვე ეწინააღმდეგება მას და ამ დროს ლოცვა მოჩვენებით სიკეთესაც ამცირებს და მასთან ერთად მოჩვენებით წინააღმდეგობასაც, იმიტომ რომ მტერი ისე გვიჩვენებს, თითქოს ის თავისსავე დათესილ აზრს ეწინააღმდეგება, რასაც მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ ასეთი მცდელობით მოგვხიბლოს და ის აზრი კეთილად მოგვაჩვენოს.
image
 
თემატური კითხვები
26 ნოემბერს (ძვ. სტ. 13 ნოემბერს) არის ხსენება:
0_28