თემა: ცილისწამება
დაუფიქრებლობა ბრალდების ჟამს.
ეგვიპტის უდაბნოში ერთი ღვთივსათნო ბერი, დულა ცხოვრობდა. იგი პატიოსანი, მოკრძალებული ადამიანი იყო; როდესაც რაიმეს აბრალებდნენ, თავს არ იმართლებდა - ღვთის ჭეშმარიტი მონა იყო. ასეთ მოთმინებაში გაატარა მან ოცი წელი.
მაგრამ ადამიანთა მოდგმის მტერი მახეს უგებს მას, ვინც ეშმაკს კი არა, სამყაროს შემოქმედს ემსახურება. როდესაც ბოროტმა დაინახა, რომ ზეციური მადლით განმტკიცებული მოსაგრის გულს ვერაფერი შეარყევდა, სხვა ხერხს მიმართა.
ერთი ბერი, რომელსაც ღვთის მცნებების შიში არ ჰქონდა და მაცდურ სულს ემორჩილებოდა, ღამით ტაძარში შევიდა და წმიდა ჭურჭელი მოიპარა, საიდუმლო ადგილას დამალა იგი, თვითონ კი სენაკში ჩაიკეტა, საიდანაც იშვიათად გამოდიოდა ხოლმე. როდესაც დილის მსახურების დრო დადგა, ტაძარში კანდელის ასანთებად შესულმა ბერმა დაინახა, რომ წმიდა ნივთები მოპარული იყო და დაუყოვნებლივ ამცნო ყოველივე წინამძღვარს, რომელმაც ეს -ამბავი ძმებს შეატყობინა.
სამწუხაროდ ღირსი მოსაგრე ამ დროს ავადმყოფობის გამო დილის მსახურებას არ დასწრებია. ამით ისარგებლა ზოგიერთმა ბერმა, რომელიც ცუდად იყო მის მიმართ განწყობილი და განაცხადა, რომ სხვას არავის შეეძლო ამის ჩადენა თუ არა დულას. ამის საუკეთესო დადასტურებად კი მიიჩნიეს ის, რომ, ჩვეულების საწინააღმდეგოდ, იგი დილის მსახურებას არ დაესწრო... ქარაფშუტა ადამიანებმა ცილისწამება დაიჯერეს და ბრძანეს, უდანაშაულო დულა ტაძარში მოეყვანათ.
ავადმყოფობით გატანჯული მოსაგრე ძალით მოიყვანეს ტაძარში. იქ კი წინამძღვრისა და მამების თანდასწრებით არც ჰკითხეს, მართლა იყო თუ არა დამნაშავე, ცილისწამება დაუწყესავადმყოფობით გატანჯული მოსაგრე ძალით მოიყვანეს ტაძარში. იქ კი წინამძღვრისა და მამების თანდასწრებით არც ჰკითხეს, მართლა იყო თუ არა დამნაშავე, ცილისწამება დაუწყეს: ერთნი ამბობდნენ, რომ იგი მალულად ჭამდა პურს; მეორენი გაჰყვიროდნენ, რომ იგი პურს იპარავდა და მონასტრის გარეთ ყიდიდა. ამის გამგონეე წინამძღვარმა და ბერებმა ირწმუნეს ცილისწამება და მუქარით დაუწყეს დაკითხვა უდანაშაულო დულას; მოითხოვდნენ, გაემხილა, სად დამალა ტაძრიდან მოპარული ქონება. თავდაპირველად ღირსი მოსაგრე თავს იმართლებდა და საკუთარი უდანაშაულობის დამადასტურებელ საბუთებს მოიხმომბდა, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ მისი არ სჯეროდათ, გული გაიმაგრა და დადუმდა, მხოლოდ ხანდახან ამბობდა: „შემინდეთ, წმიდა მამებო, მე ცოდვილს“.
ამის შემდეგ წინამძღვარმა ბრძანა, გაეხადათ მისთვის საბერო შესამოსელი და საეროთი შეემოსათ. უდანაშაულო დულას მძიმე ბორკილები დაადეს და დასაკითხად ეკონომს გადასცეს... რა არ დაითმინა იქ ტანჯულმა! მაგრამ ყველა მუქარასა და ტანჯვას იგი მხოლოდ ასე პასუხობდა: „შემინდეთ მე ცოდვილს!“
ბოლოს, გაღიზიანებულმა წინამძღვარმა და მამებმა იგი ქალაქის თავთან გააგზავნეს, სადაც მას ახალი ტანჯვა ელოდა, მაგრამ ყოველ შეკითხვაზე, თუ სად დამალა ტაძრის ქონება, უდანაშაულო დულა მხოლოდ ერთსა და იმავეს იმეორებდა: „არც ვერცხლი მაქვს, არც ოქრო“. ქალაქის თავმა ყოველგვარი ტანჯვა აგემა მას და ბოლოს ბნელ საპყრობილეში მისი ჩაგდება ბრძანა.
მეორე დღეს მსაჯულმა თავისთან მოიხმო წინამძღვარი და სხცა ბერები და განუცხადა მათ, რომ დულა არაფერში გამოტყდა. მაგრამ გასასტიკებულმა ადამიანებმა ახალი ცრუ საბუთები მოიხმეს მისი დანაშაულის დამადასტურებლად. მოტყუებულმა ქალაქის თავმა ხელი მოაწერა განაჩენს, რომ დულასათვის, როგორც სიწმიდეთა შეურაცხმყოფელისთვის, ხელი მოეკვეთათ.
უდანაშაულო მოწამე უკვე სასჯელის ადგილას გამოიყვანეს... ამ დროს ნამდვილმა დამნაშავემ სინდისის ქენჯნა იგრძნო. მას თავზარი დაეცა და საკუთარ თავს უთხრა: „ვაი მე, რა მელის, თუკი ჩემი დანაშაული გამჟღავნდება? დავუშვათ, რომ ჩემი საიდუმლო ამქვეყნად საიდუმლოდვე დარჩეს, რა პასუხს გავცემ საშინელ სამსჯავროზე ქრისტეს? ვაი მე, უწმიდურს! მე სიწმიდეთმკრეხელი და მკვლელი ვარ!“ იგი დაუყოვნებლივ მივიდა წინამძღვართან და უთხრა: „მამაო, ეკლესიის სიწმიდე ნაპოვნია, ვფიცავ, რომ დულა უდანაშაულოა!“ წინამძღვარმა დაუყოვნებლივ შეატყობინა ეს ამბავი ქალაქის თავს და ვნებათა დამთმენი მოსაგრე კვლავ სავანეში დააბრუნეს.
ბერებმა მაშინვე შეიტყვეს მისი უდანაშაულობის შესახებ, გამოააშკარავეს ნამდვილი მიმტაცებელი და ფეხებში ჩაუვარდნენ ღირს დულას, ევედრებოდნენ, შეენდო მათთვის ასეთი მძიმე ცოდვა. მაგრამ განა შურისძიებას ეძიებს ის, ვინც ცდილობს იცხოვროს ქრისტეს მიბაძვით, რომელმაც დაითმინა ნერწყვა, გაშოლტვა, ეკლის გვირგვინი და ჯვარცმა?..
ნურავის დანაშაულში ნუ შეიტან ეჭვს, სანამ ამაში დარწმუნებული არ იქნები. ასეთი გაუფრთხილებლობა უდანაშაულო ადამიანს დაღუპავს, დამნაშავე კი დაუსჯელი დარჩება და კიდევ უფრო დიდი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა ექნება