ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
წმიდაო მამაო, მწყინს, რომ სხვებს ჩემზე კარგი აზრი არ შეემნებათ ხოლმე.
რა კარგია, ეს რომ მოთხარი! დღესვე დავიწყებ ლოცვას იმისათვის, რომ სხვებს არასოდეს ჰქონდეთ შენზე კარგი აზრი. იმიტომ, რომ მათი კარგი აზრი, ჩემო თავქარიანო, არას გარგებს. ღმერთი ფიქრობს ჩვენზე და ადამიანებს ნებას აძლევს, უსამართლოდ მოგვეპყრან და შეურაცხგვყონ იმისათვის, რომ ამით რომელიმე ჩვენი ცოდვა გამოვისყიდოთ, ანდა მომავალი (სულიერი) ცხოვრებისათვის დავაგროვოთ კაპიტალი. მაგრამ ვერ ვხდები, თქვენ რომელი სულიერი ცხოვრება გინდათ? ჯერ ისიც ვერ გაგიგიათ, რაშია თქვენი სულიერი გამორჩენა. გსურთ, რომ მთელი (სულიერი) კაპიტალი აქვე გაფლანგოთ, ზეცისათვის კი არაფერს იტოვებთ. რატომ იგებ ყველაფერს ასე? რა წიგნებს კითხულობ? კითხულობ "ევარგეტინოსს"? განა იქ არ წერია, როგორ უნდა იქცეოდე? სახარებას კი კითხულობ? ყოველდღიურად იკითხე.
წმიდაო მამაო, მე კი როდესაც რაიმე კეთილ საქმეს გავაკეთებ, მწყინს ხოლმე, თუ ამას სხვები არ აღიარებენ.
მისმინე: რომელი აღიარება გსურს: ადამიანებისაგან თუ ქრისტესგან? განა არის რაიმე, რაც ქრისტესგან აღიიარებაზე მეტ პატივს მოგიტანს?! და რა სარგებლობაა იმაში, ადამიანები ყურადღებას რომ გაქცევენ?! თუკი ადამიანები აქვე აღიარებენ შენს მიერ აღსრულებულ სიკეთეს, მაშინ, შემდგომად ამისა, - მარადიულ ცხოვრებაში გეტყვიან: "მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა". უნდა გვიხაროდეს, თუ ჩვენი შრომა სხვათათვის შეუმჩნეველი რჩება და (ადამიანური) მისაგებელის გარეშე გვტოვებენ, იმიტომ, რომ უფალი იწირავს მას და მარადიული სასყიდლით მოგვიზღავს. რამდენადაც საღვთო საზღაური არ არსებობს, შევეცადოთ, რომ გარკვეული, - თუნდაც ძალიან მცირე განძი ღმერთის "შემნახველ სალაროში" დავაგროვოთ. ჩვენდამი გამოვლენილი უსამართლობა უდიდეს ლოცვა-კურთხევასავით უნდა მივიღოთ, რამდენადაც უსამართლობის სანაცვლოდ ჩვენს (სულიერ ბანკში) ანგარიშზე გარკვეული თანხა - ზეციური კურთხევა ირიცხება.
წმიდაო მამაო, მაგრამ თუ ადამიანი უდრტვინველად იღებს ყოველგვარ უსამართლობასა, მაგრამ არა იმიტომ, რომ მომავალ სამსჯავროზე იფიქროს, არამედ იმის გამო, რომ იგი თვლის: ასე უკეთესია, ასეთი საქციელი უფრო სწორია.
მაგრამ, განა აზრი იმის შესახებ, რომ ასე უკეთესია, მას ბოლოსდაბოლოს მომავალ სამსჯავროზე ფიქრთან არ მიიყვანს? ოღონდაც იგი უნდა გაფრთხილდეს, რომ ასე მხოლოდ იმიტომ კი არ იქცეოდეს, რომ "უბრალოდ კარგი ადამიანია" და რომ "ევროპელები სწორედ ასე იქცევიან", არამედ იმაზე უნდა ფიქრობდეს, რომ ღვთის ხატება არის თავად და აუცილებელია, რომ ყველაფერში შემოქმედს ემსგავსებოდეს. თუკი ადამიანის საქციელი სწორედ ამ აზრით არის ნაკარნახევი, მაშინ ის სწორი მიმართულებით მოძრაობს, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ იგი ევროპულ ჰუმანიზმში გადავარდება.
image
 
თემატური კითხვები
0_28