ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: სექტანტების ლიტერატურის კითხვა, მორჩილება
ღმრთის დიდი სათნომყოფელნი, იცოდნენ რა ყოველი ადამიანისათვის საერთო უძლურება, უფრთხოდნენ მწვალებლობის შხამს და ყოველნაირად გაურბოდნენ საუბრებს ადამიანებთან, ვინც ცრუმოძღვრებით და მწვალებლური წიგნების კითხვით იყო დაავადებული. მათ თვალწინ ჰქონდათ ღრმად განსწავლული ორიგენეს, კამათში დახელოვნებული არიოზის, მჭევრმეტყველი ნესტორისა და სხვა, ამა სოფლის სიბრძნით სავსე კაცთა მაგალითები, იმათი, ვინც საკუთარ თავზე მაღალმა წარმოდგენამ და თავდაჯერებამ დაღუპა; ამიტომ შველას ეძებდნენ და კიდევაც პოულობდნენ ცრუსწავლებისაგან გაქცევაში, ეკლესიის უმკაცრეს მორჩილებაში.