ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა: ადამიანის სიყვარული ღვთისადმი, გონება, ეშმაკი, მემარცხენე ზრახვები, გულგრილობა ბოროტი ზრახვების მიმართ, ბოროტი გულისთქმანი
14. როცა გონება ღვთის სიყვარულში წარმატებულია, მაშინ ბოროტი სული მის დაბრკოლებას იწყებს და ისეთ აზრებს შთააგონებს, რომელთა გამოგონებაც არც ერთ ადამიანს ძალუძს, გარდა ბოროტი სულის მამისა, დემონისა. ყოველივე ამას ღვთისმოყვარე ადამიანისადმი შურის გამო აკეთებს, რათა ის, ამგვარ აზრთა მპყრობელი, სასოწარკვეთილებაში ჩავარდეს და აღარ ესწრაფვოს ღვთისათვის ლოცვის აღვლენას. მაგრამ ყოველივე ამით მზაკვარს თავისი მიზნისათვის ვერანაირი სარგებელი მოაქვს, პირიქით, უფრო ვმტკიცდებით. რამეთუ, ჩვენ, ბრძოლაგამოვლილნი და წინააღდგომილნი, ღვთის სიყვარულში გამოცდილნი და წრფელნი ვხდებით. "მახვილი მათი განეწონენ გულსა მათსა, და მშვილდი მათი შეიმუსრენ" (ფს.36,15).