ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა: ბოროტება, ვნებები, გონება
15. გრძნობათა მეშვეობით გონება საგნებს ბუნებრივად აღიქვამს. არც გონება, არც საგანთა ბუნებრივი აღქმა, არც თავად საგნები, არც გრძნობები არაა ბოროტება, რამეთუ ისინი ღვთისგან შექმნილნი არიან. მაშ რაა აქ ბოროტება? ცხადია, ვნება, რომელიც ხელს გვიშლის საგნების ბუნებრივ აღქმაში. და თუ გონება ფხიზელია, ვნება არ დაგვაბრკოლებს საგანთა ბუნებრივი აღქმისას.