ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა: სათნოებები
75. ღვთისაგან ჩვენთვის გამოსაყენებლად ბოძებულ საგანთა შორის ზოგი სულშია, ზოგი - სხეულში, ზოგი კი - სხეულის მახლობლად. სულში სულიერი ძალებია, სხეულში - გრძნობები და სხვა ნაწილები, სხეულის მახლობლად - საკვები, მამული, ფული და სხვა. ამ საგნების კეთილი ან უკეთური გამოყენებითა და აქედან გამომდინარე შემთხვევათა მიხედვით ჩვენ ან სათნონი ვართ, ან მანკიერნი.