ავტორი:
წმ. ევაგრე მონაზონი
თემა: სიკვდილის ხსოვნა
1. მონაზონს იმგვარად მართებს ყოფნა, როგორც მომდევნო დღეს სიკვდილის მიმღებს. ამასთან, იმგვარად უნდა იყენებდეს იგი თავის სხეულს, როგორც მრავალწლიანი სიცოცხლის მქონეს. პირველ შემთხვევაში მოწყინების გულისზრახვები მოიკვეთება და ამ გზით მონაზონიც უფრო მეტი გულმოდგინებისთვის განემზადება,მეორე შემთხვევაში კი მრთელად ნარჩუნდება სხეული და თანასწორად დაიცვება ვნებათაგან თავშეკავებულობა.