თემა: ბოროტი გულისთქმანი

22. ყველა უწმინდურ გულისზრახვას, ვნებათა გამო დახანებულს ჩვენში, დაღუპვასა და წარწყმედაში ჩაჰყავს გონება, რადგან ისევე როგორც დაიხანებს მშიერში აზრი პურის შესახებ შიმშილის გამო, მწყურვალში კი აზრი წყლის შესახებ წყურვილის გამო, ამგვარადვე ხანგრძლივდება ჩვენში, ვნებათა მიზეზით, აზრი ფულისა და იმ სამარცხვინო გულისზრახვების შესახებ, საჭმელ–სასმელთაგან რომ აღმოცენდება. იგივე გამომჟღავნდება ცუდმედიდობის გულისზრახვათა და სხვა წარმოსახვათა შესახებ. ამასთან, შეუძლებელია, რომ ღმერთს წარუდგეს და სამართლიანობის გვირგვინით შეიმკოს ამგვარი აზრებით მოშთობილი გონება, რადგან სწორედ ამ გულისზრახვებით იყო შთანთქმული ის სამგზისსაწყალობელი გონებაც, სახარებებში რომ იხსენიება, რომელმაც უარყო საღვთო ცოდნის ნადიმი (შდრ. ლკ. 14.18–20). ამავე გულისზრახვებით იყო მოქსოვილი, აგრეთვე, იმისი სამოსელიც, რომელიც ხელ–ფეხშეკრული ჩააგდეს „გარესკნელ სიბნელეში“ (მთ. 22.13) და რომელიც ამგვარი ქორწილისთვის უღირსად შერაცხა მეინახეთა მხმობელმა მეუფემ. ასე რომ, „საქორწინო სამოსელი“ ესაა უვნებობა ამასოფლის გულისთქმათა უარმყოფელი მოაზროვნე სულისა, ხოლო ის, თუ რა არის მიზეზი გრძნობადი მოვლენების გახანგრძლივებულ წარმოსახვათა მიერ ცოდნის (აქ გულისხმობს საკუთრივ საღვთო ცოდნას, ღვთისმცოდნეობას) გახრწნისა, ამის შესახებ უკვე ვთქვით „ლოცვის შესახებ დაწერილ თავებში.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები