ავტორი:
წმ. ევაგრე მონაზონი
თემა: დიდებისმოყვარეობა, ვერცხლისმოყვარება, ნაყროვანება მუცელღორობა
23. საქმითი ღვაწლის მოწინააღმდეგე ეშმაკებში სამი არის წინამდგომი, რომლებსაც კვალში მოჰყვება უცხოთესლთა (ეშმაკთა) მთელი ბანაკი. ეს სამნი პირველები დგანან ბრძოლაში და სულებს უწმინდური გულისზრახვების გზით უხმობენ ბოროტებისკენ. ამათგან ერთნი განიკუთვნებენ ნაყროვანების სურვილებს, მეორენი ვერცხლისმოყვარეობას შთაგვაგონებენ, მესამენი კი კაცობრივი დიდებისაკენ გვიხმობენ ჩვენ. მაშ, დაეშურე განწმენდილ ლოცვას, იპყარ მრისხანება, შეიყვარე მრთელცნობიერება, დაიოკე მუცელი, ნუ მისცემ შენს სტომაქს პურს სიმაძრედ და წყლის ნაკლებობით გვემე იგი. მღვიძარებდე ლოცვის ჟამს და ავმეხსიერება შორს განდევნე შენგან. სულიწმინდის სიტყვები ნუ მოგაკლდება შენ და წერილთა კარზე რეკდე სათნოების ხელებით. სწორედ მაშინ ამობრწყინდება შენში უვნებობა გულისა და ლოცვის ჟამს იხილავ შენს გონებას ვარსკვლავისებრ ელვარეს.