image
323. როგორ შეაგონებენ წმ. მამები იმათ, რომლებიც ამბობენ: "რისთვის მოგვცა ღმერთმა სიცოცხლე?... ჯობდა არ გავეჩინეთ"–ო?
განა ყველა ემადლიერება ღმერთს და თანაც ყველაფრისათვის? არიან ისეთებიც, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, იკითხონ: „რისთვის მოგვცა ღმერთმა სიცოცხლე? ჯობდა არ გავეჩინეთ“. ღმერთმა სიცოცხლე მარადიული ნეტარებისთვის მოგვცა, უსასყიდლოდ მოგვცა და უსასყიდლოდვე აღგვჭურვა მარადიული ნეტარებების მოსაპოვებელი საშუალებებით. ჯერი შენზეა, ოდნავ მაინც უნდა გაისარჯო. ამბობ: „მხოლოდ მწუხარება, სიღარიბე, სნეულება და შეურაცხყოფაა ჩემი ხვედრი“. მაგრამ ესენი ხომ მარადიული ნეტარების მოსახვეჭი საშუალებებია? მოითმინე. მთელი შენი ცხოვრება გაელვებაც კი არაა მარადისობასთან შედარებით. თუნდაც გამუდმებით გიწევდეს წვალება, ისიც არაფერია მარადისობის პირისპირ. შენ კი ნუგეშის წუთები მაინც გაქვს. აწმყოს კი არა, სამომავლო ხვედრს მიაპყარი გულისყური და იზრუნე, მისი ღირსი გახდე. მაშინ მწუხარებას ვერც კი შენიშნავ. მარადიული ნუგეშის უეჭველი იმედი ყველანაირ მწუხარებას გააქარწყლებს და შენს ბაგეებს სამადლობელი არ მოსცილდება.
image